FM97.5 / LIVE

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უმცირესობებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.09.2016
რატომ განიხილავენ მაჟორიტარობის კანდიდატები უმცირესობებს რეგიონში, როგორც ნელი მოქმედებს ნაღმს და რატომ ადანაშაულებენ ამაში მოქმედ ხელისუფლებას;

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უმცირესობებზე

21 სექტემბერს, ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის შემდეგ, მესამე საქტორის წარმომადგენლებმა შეკითხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ დასვეს.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი დაინტერესდა არჩევნების შემდეგ რის გაკეთებას გეგმავენ დეპუტატობის კანდიდატები უმცირეობების ჩართულობის გაზრდისა და მათი უფლებების დაცვის კუთხით.

პასუხი პირველმა საარჩევნო ბლოკის „ჩვენები სახალხო პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პაქსაძემ გასცა: „სამცხე–ჯავახეთში სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ეს არის დენთის კასრი, სადაც ტრიალებს გასაღვივებელი ნაპერწკალი. ზედა ზონებში ვიყავით და იქ ძალიან საშიში მდგომარეობაა. ხალხს დავპირდით, რომ ეს აღარ განმეორდება და იქნება ტოლერანტობა. მათ დაიცავს კანონი“.

ადიგენში, რელიგიურ უმცირესობებთან რომ არასახარბიელო მდგომარეობაა და იქ თავს მოქალაქეები მეორე ხარისხოვნად გრძნობენ, ამაზე „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე საუბრობს: „ყვებიან მაგალითებს, როგორ იყვნენ დისკრიმინირებულები დასაქმების კუთხით“.

მისი თქმით, ადიგენში, კონკრეტულად სოფელ ჭელაში, სადაც სამი წლის წინ რეგიონის მასშტაბით ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტი იყო, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა მშვიდად თანაცხოვრობს: „ნატრიაშვილების ოჯახში, ყველა ერთად ბეტონს ასხამდნენ და მეზობელს ეხმარებოდნენ“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ინასარიძე ფიქრობს, რომ უმცირესობების ჩართულობის კუთხით რეგიონში პრობლემა არ არსებობს. ადიგენში მომხდარი რელიგიური კონფლიქტი კი რეგლირდება: „არის მცირე პრობლემები, მაგრამ გვარდება“.

„ამ მიმართულებით, მცირე და დიდი პრობლემა არ არსებობს“, – აცხადებს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი.

მისი თქმით, წარმოუდგენელია არ გაითვალისწინო იმ ეთნიკური, ან რელიგიური უმცირესობის აზრი, რომელიც ერთ მესამედს წარმოადგენს: „შენელებული მოქმედების ნაღმია ჩადებული, რაც მოხდა ადიგენში, ეს იყო საშინელება. როცა ადამიანის სულიერ მხარეს ეხები, ბუნებრივია, მათ კრიტიკული დამოკიდებულება ექნებათ“.

დარბაზში გაჩენილმა კითხვამ, რატომ უწოდებენ უმცირესობებს „დენთის კასრს“, ან „შენელებული მოქმედების ნაღმს“, ხითარიშვილმა უპასუხა: „როცა სამი წელი კერძო სახლში სწავლობ და ყურადღებას არ გაქცევენ, გასაუბრებაზე მიდიხარ და გეკთხებიან რა აღმსარებლობის ხარ, ან მათ უწოდებ თათრებს, ეს რა არის, თუ არა ჩადებული ნაღმი?!“

ხითარშვილი აცხადებს, რომ მას სპეცსამსახურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ხელისუფლების მხრიდან უმცირესობების მიმართ მსგავსი მიდგომა სახიფათოა: „ვიცი რა მოჰყვება ამას. არ შეიძლება უთხრა ადამიანს შენ სომეხი ხარ და ამიტომ საპასუხისმგებლო თანამდებობას ან პოზიციას ვერ განდობ. ეს არ არის პატარა პრობლემა, ამას ყურადღება სჭირდება, თორემ ამოხეთქავს“.

არ ეთანხმება კონკურენტებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი: „არც ისე ცუდი მდგომარეობაა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არის დენთის კასრი, უნდა მოვეფეროთ ამ ადამიანებს, რომ ამ ქვეყანაში სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი“.

კოლეგების დისკუსიის ნაწილს არ დასწრებია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე. მან უმცირესობების საკთხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ უმცირესობებთან კავშირში არსებული პრობლემები წარსულის გადმონაშთია: „როდესაც მიაჩვიეს ადამიანები, თუნდაც მუსულმანური თემი, რომ მიართმევდნენ რაღაც–რაღაცეებს არჩევნების წინ, მათაც გაუჩნდათ ეს მთხოვნილებები და ახლაც სამართლიანად ითხოვენ. მართალია ბევრი რამე აკლიათ, სწორია, მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ სადაც მუსულმანური მოსახლეობაა. რა თქმა უნდა სხვა რამეებიც, მაგრამ არა არჩევნების წინ. ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივ კანონმდებლობის დარეგულირებით“. [სტილი დაცულია „ს.კ“]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
'ლელომ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის