FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 23.09.2016
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე მუსლიმებისა და მათი სალოცავების წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს აცხადებს, რომ მეჩეთები ყველა სოფელში უნდა იყოს, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.

გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’

ამის შესახებ გიორგი კოპაძემ დღეს, 21 სექტემბერს, ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. კოპაძე ამ თემის ხელოვნურად აჟიტირებაში პრესას ადანაშაულებს.

უფრო კონკრეტულად, რეგიონში როგორც ეთნიკური, ასევე, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასა და მათ ჩართულობასთან დაკავშირებით შეკითხვა ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა დასვა.

„პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები არ არის ხელოვნურად შექმნილი. ეს არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩართულობა სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვანაირია. რასაც ვერ იტყვი ახალციხის რაიონზე, აქ 15 დეპუტატიდან სამი ეროვნებით სომეხია“, – ამბობს კოპაძე.

მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებთ, ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია, ეს აიხსნება იმითაც, რომ მეტი მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატია დასახელებული: „ადამიანებს მეხსიერება დაუქვეითდათ, აღარ ახსოვთ რა იყო მაშინ. როგორ მიუთითებდნენ სოფლებში პოლიციელები თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა“.

კოპაძის თქმით, უმცირესობებთან კავშირში არსებული პრობლემები წარსულის გადმონაშთია: „როდესაც მიაჩვიეს ადამიანები, თუნდაც მუსულმანური თემი, რომ მიართმევდნენ რაღაც–რაღაცეებს არჩევნების წინ, მათაც გაუჩნდათ ეს მთხოვნილებები და ახლაც სამართლიანად ითხოვენ. მართალია ბევრი რამე აკლიათ, სწორია, მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ სადაც მუსულმანური მოსახლეობაა. რა თქმა უნდა სხვა რამეებიც, მაგრამ არა არჩევნების წინ. ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივ კანონმდებლობის დარეგულირებით“. [სტილი დაცულია „ს.კ“]

მისი თქმით, სახელმწიფო ხედავს რა ხდება ქვეყანაში და პროცესებსაც სწორად წარმართავს: „პროცესებს მივცეთ საშუალება, რომ განვვითარდეთ, სახელმწიფო ხედავს რა ხდება ქვეყანაში და პროცესებს ისე წარმართავს, როგორც საჭირო არის. ამას გვაჩვენებს ეს არჩევნებიც, იმიტომ, რომ ის მიდის დემოკრატიული პრინციპით: „პროცესები მიდის კარგად და ხელოვნურად ამის აჟიტირება, თუნდაც პრესის მხრიდან, რომელიც ხშირად არის, არ არის სწორი და ამ სიტუაციების დაძაბვა არ არის სწორი“. [სტილი დაცულია „ს.კ“]

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძე ჭელას მოვლენების დროს, სწორედ მუსლიმური სალოცევების, უფრო კონკრეტულად კი ჭელაში მოჭრილი მინარეთის დაბრუნების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა.

„ეს მიწა–წყალი მოფენილია ჩვენი წინაპრების სისხლით, რომელიც ებრძოდა მინარეთებს, მეჩეთებს, მუსულმანებს. ჩვენ ვართ ტოლერანტები, კი ბატონო, ილოცონ თუ უნდათ, თუ უნდათ სულის გაყიდვა გაყიდონ, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მაგაში. მაგრამ სისხლის გამოდენაც რომ დაგვჭირდეს, უნდა ვიდგეთ აქ, – მიმართავდა მაშინ ახალციხეში მუსლიმების წინააღმდეგ შეკრებილ ქრისტიანებს გიორგი კოპაძე, –„ არ უნდა გავატართ ეს, [მოჭრილი მინარეთი, რომელიც თბილისიდან ჭელას მიმართუელბთ მიჰქონდათ] გაიგეთ ეს, ქართველებო, თორემ ხვალ ეს ცოტა სხვა რამე იქნება. მეჩეთი ჭელაში რომ დაიდგმება, მერე ახალციხეშიც დაიდგმება და ყველაფერი მაგით დამთავრდება“, – აცხადებდა მაშინ გიორგი კოპაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უმცირესობებზე
ვის სურს არჩევნებში მუსლიმების მანდატი [Photo/Video]
გია კოპაძე: 'მინარეთს ჭელაში თუ წაიღებენ, გზას გადავკეტავთ'
დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც მუსლიმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ [Video]
გიორგი კოპაძე: საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციას ველოდებით
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა