FM97.5 / LIVE

ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2016
დაბზარული კედლები, დაზიანებული სახურავი და სიძველისგან დამპალი იატაკი, სოფელ ტაძრისში მცხოვრები ხუციშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. გამგეობა კი წვიმისაგან თავდასაცავად ხუციშვილებს მეორად სახურავს პირდება, თუმცა როდის, გადაწყვეტილი არ არის.

ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ხუციშვილების ავარიული სახლი, რომელშიც ორი ადამიანი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა. კედლებს ბზარები ყოველდღიურად ემატება.ოჯახის უფროსის განმარტებით სახლის შეკეთების საშუალება არ აქვს.

„არავინ ვმუშაობთ. სახლი გვერდზე გადაიწია, ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მთელი ლოგინები სველდება წვიმის დროს.რამდენიმე დღის წინ ქარმა სახურავის ნაწილი აგლიჯა. ძალიან ცუდ დღეში ვართ“, – ამბობს მევლუდი ხუციშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ხუციშვილებს სახურავზე დროებით გადასაფარებლად „ტენტი“ მიუტანეს, ასევე გეგმავენ მეორადი სახურავის მიცემასაც, თუმცა როდის არ იციან.

„როდესაც გამოჩნდება მეორადი სახურავი მაშინ მისცემენ, მაგრამ ვერ გეტვით როდის გამოჩნდება ეს სახურავი“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტში კერძო სახურავების გადასახურად თანხა გაწერილი არ აქვთ.

„ამხანაგობების ფარგლებში იხურება მრავალბინიანი სახლები. კერძო სახლების გადახურვა არ ხდება. რწმუნებულმა მითხრა რამდეჯემე აგური და ფიცარი მივეციო“, – ამბობს ლონდა ფილიშვილი.

ხუციშვილებს არც სოციალური დახმარება არ აქვთ და არც არასდროს ქონიათ.

„ისეთებს ეხმარებიან ვისაც დახმარება არ სჭირდება. 97.604 ქულა მომივიდა, რა ნახეს ჩემს სახლში ასეთი, რომ ამხელა ქულა მომივიდა. ჩემი მეუღლე შაქრიანია და დღეში სამჯერი ინსულინს იკეთებს. მის 100 ლარიან პენსიაზე ვართ“, – ამბობს მევლუდი ხუციშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ხუციშვილების ოჯახი ბაზაში 2006 წლიდან არის რეგისტრირებული, თუმცა საარსებო შემწეობის მიმღებები არასოდეს ყოფილან. მაღალი ქულების დაფიქსირებას კი ასე ხსნიან.

„ოჯახში ერთი შშმ პირია და იღებს სოციალურ პაკეტს, როგორც შშმ პირი. ოჯახის უფროსი წერია, რომ არის ჯანმრთელი, აქვს მიზერული ხელფასი. ასევე აქვს უმაღლესი განათლება და ითვლება, რომ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანია, ასაკითაც ახალგაზრდაა. აქვთ მიწის ნაკვეთი, რაც ჯამში სამწუხაროდ მოქმედებს ქულაზე“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ხუციშვილებს სოციალური მომსახურების სააგენტოში ბოლო დეკლარაცია 2015 წლის ივლისში აქვს შევსებული. შესაბამისად მომავალი წლის ივლისამდე ახალი განცხადების დაწერის უფლება არ აქვთ. ოჯახი, გამგებლის წარმომადგენლის მიერ ნაჩუქარი „ტენტის“ იმედადაა დარჩილი.

ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში
საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს