FM97.5 / LIVE

სოფელ საროს მცხოვრებლები: ტყის ბილეთებს მხოლოდ ‘ოცნების’ მხარდამჭერებს ურიგებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 13.09.2016
ასპინძაში, სოფელ საროში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზამთრისთვის, ტყიდან შეშის გამოსატანად საჭირო ბილეთები მხოლოდ იმ ოჯახებმა მიიღეს, ვინც არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.

სოფელ საროს მცხოვრებლები: ტყის ბილეთებს მხოლოდ ‘ოცნების’ მხარდამჭერებს ურიგებენ

საროში ამბობენ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ტყის ბილეთები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა კუკური პლაჭიაშვილმა მიიტანა და მხოლოდ იმ 10 ოჯახს დაურიგა, ვინც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერია.

„საროს გამგებლის წარმომადგენელი არ ჰყავს დიდი ხანია, პლაჭიაშვილი ყოფილი რწმუნებულია, ახლა „ოცნების“ მხარდამჭერია და ალბათ, ეგ იმიტომ არიგებს ბილეთებს“, -გვეუბნება მამუკა დიასამიძე.

მისივე თქმით, პლაჭიაშვილი „ოცნების“ მხარდამჭერებს პირადად შეხვდა და ბილეთები ისე გადასცა, რომ სოფლის სხვა მაცხოვრებლებს არ გაეგოთ: „ჩუმად დაარიგა. თან გაუფრთხილებია, არავის უთხრათო“.

ზამთარში, საშეშე მერქნის მოსამარაგებლად ბილეთის მიღებას გვიდასტურებს, სოფელ საროს კიდევ ერთი მკვიდრი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

„კარგით რა, არჩევნები მოდის და ახლა ათას რაღაცას მოიგონებენ. ასე, ეტაპობრივად არიგებენ, „ოცნების“ მხარდამჭერი რომ არ ვყოფილიყავი, მაინც ავიღებდი“, – გვეუბნება შიო ლონდარიძე.

საროში 10 ოჯახისათვის ბილეთების დარიგებას არ უარყოფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კუკური პლაჭიაშვილი. კითხვაზე, რა სტატუსით დაარიგა, გვპასუხობს: „საროს კარგა ხანი რწმუნებული არ ჰყავდა და მე ვეხმარებოდი. მგონი ახლა დაუნიშნიათ და ალბათ ის დაასრულებს დარიგებას“.

მისივე თქმით, მოსახლეობას განუმარტა, რომ ბილეთები ეტაპობრივად გაიცემა და თვის ბოლომდე ყველა მიიღებს. ბილეთების პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისათვის დარიგება ასე ახსნა: „რა მნიშვნელობა ჰქონდა, პირველ ეტაპზე 10 ოჯახს მივეცი ბილეთები და ვისი მხარდამჭერები იყვნენ, არ დავინტერესებულვარ“.

პლაჭიაშვილისაგან განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში განმარტავენ, რომ საშეშე მერქნის მოჭრისთვის ბილეთები ეტაპობრივად არ რიგდება.

„გამოყოფილია მეორე ხარისხის შეშა იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს. ბანკში არის კოდები და მათი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერ დროს შეუძლიათ საშეშე მერქნის მიღება და არა ეტაპობრივად“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ცინცაძე.

რაც შეეხება საროს შემთხვევას, ცინცაძის თქმით, როგორ დაარიგა პლაჭიაშვილმა ბილეთები, გაუგებარია: „შესაძლოა, ინდივიდულურად, რამდენიმე პიროვნება შეკრიბა, არ ვიცი რა ნიშნით, მათი მონაცემები წაიღო ბანკში და ისე მიუტანა ბილეთები“.

მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით შერჩევას მამუკა ცინცაძე აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რეგიონის მცხოვრებთა 45 პროცენტს საშეშე მერქანი უკვე ათვისებული აქვს და ვინ ვისი მხარდამჭერია, ეს სატყეო სამსახურის ინტერესებში არ შედის.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ მხარდამჭერებს, სოფელ საროში, ცივი ზამთარი ელით
სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
მართვის მოწმობის ტესტებს ბილეთები ემატება
ახალციხეში სამი სოფლისთვის  676 კუბური მეტრი საშეშე მასალა  გამოიყო
სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს
საშეშე მერქანის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტში სიები ზუსტდება
გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?