FM97.5 / LIVE
ცესკო ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს

ცესკო ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს

მთავარიპოლიტიკა 26.09.2013
ხვალიდან, 27 სექტემბრიდან, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემს გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები.

ცესკო ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს
ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები: ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და ასევე ის, თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ხმის მისაცემად. საინფორმაციო ბარათებს ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დაურიგებენ.

ცესკოს ამომრჩევლებს მოუწოდებს, თუ მონაცემებში უზუსტობას აღმოაჩენენ, ან მიიღებენ იმ ბარათს, რომელიც მათ მისამართზე არ არის რეგისტრირებული, წერილობითი განცხადებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ვერ მიიღებს საინფორმაციო ბარათს, მას შეუძლია დაუკავშორდეს ცესკოს ცხელ ხაზს ნომერზე – 2 51 00 51. ამომრჩევლების მიმართვის ბოლო ვადა 11 ოქტომბერია.

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა საკითხსაც ეხმაურება. როგორც ცნობილია, რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველთა სიები, მათი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გამოიკვრება შესაბამის უბნებში. ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის, რომ შეამოწმონ თავიანთი სტატუსი და გამოკრულ სიაში აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრაციის გასავლელად.

ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ მონაცემების გადამოწმების პროცესში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს მიმართვა რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო [R]
სწრაფი გადახდის აპარატით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელი გახდა
საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა სია გამოიკვრება
ცესკო ერთიანი სიიდან მოხსნილ ამომრჩევლებს მიმართავს
ხვალიდან ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგება იწყება
ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია