FM97.5 / LIVE

რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.10.2018
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, თურქოფობიული არ არის და მას "ეთნიკური შუღლი" არ გაუღვივებია.

რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ

ნინოწმინდაში, ორ ოქტომბერს გაკეთებული განცხადების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვივლმა, 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს ისაუბრა. ამ საკითხზე მას კითხვა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დაუსვა: "თქვენ გინდათ პრეზიდენტობა და გესმით თუ არა რომ სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური შუღლის გაღვივებით პირდაპირ საფრთხის ქვეშ აყენებთ სტაბილურობას საქრათველოში?".

ზურაბიშვილის თქმით, შუღლს არა მისი განცხადება, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელება აღვივებს.

"ვინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ამ კუთხით, ის აღვივებს და გააქვს გარეთ ასეთი თემები, ეს არის საქართველოსთვის ცეცხლთან თამაში. ამისი უფლება არავის არა აქვს არცერთ თემაზე, რომ ჩვენ გავიტანოთ გარეთ ისეთი თემები, რომელიც არც შემოწმებული არის, არც არაფერ საფუძველზე არ არის და ამაზე აპელირება და ამითი სპეკულირება არის, მგონი, ანტიქართული გამოხტომა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, განცხადება, იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან, მხოლოდ შედარებისთვის მოიყვანა, რათა მოსახლეობისთვის ახალი კანონის უპირატესობა ეჩვენებინა – "სულ მიდის ეს ტყუილი ციტატები. არაფერი ამდაგვარი არ მაქვს ნათქვამი. მე მხოლოდ ვადარებდი იმ პირობებს, როდესაც ორმაგი მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. იმისთვის, რომ მეთქვა, რომ ამ დღიდან, როცა ახალი კანონი და კონსტიტუციაა მიღებული, ყველას ერთნაირად შეუძლია ისარგებლოს იმავე პირობებით, რაც არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენს კანონმდებლობაში".

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება NGO-ებისა და პოლიტოლოგების ნაწილმა ქსენოფობიურად მიიჩნია. ამასთან დაკავშრებით, 15–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის ზემოაღნიშნული მიმართვა შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს.

ამავე საკითხზე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის განცხადებით მიმართა, ISFED–მა კი ცესკოში საჩივარი შეიტანა, თუმცა არცერთი მათგანი დაკმაყოფილდა.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს
NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს
ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა
ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო, ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ [Audio]
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]