09.06.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.
09.06.2020 - ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იგეგმება.
03.06.2020 - 2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში, სულ 550 აღსაზრდელს მიიღებენ, რეგისტრაცია 12 ივნისს დასრულდება.
01.06.2020 - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის უსაფრთხოდ ჩატარდება, ამისთვის განათლების სამინისტრო ყველა რეკომენდაციას ასრულებს.
[sknews.ge]
30.05.2020 - 2-დან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
29.05.2020 - განათლების სამინისტრომ, მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
26.05.2020 - როგორ მიმდინარეობს დისტანიური სწავლება საჯარო სკოლებში და რა გამოწვევებს უმკლავდებიან პედაგოგები და მოსწავლეები.
20.05.2020 - დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა. პანდემიის გამო, ვერც სკოლის ეზოებში შეიკრიბნენ და ვერც ღონისძიება გამართეს. სწავლის დასრულების ბოლო დღეც ისეთივე იყო, როგორც მეორე სემესტრი. ყველაფერი დისტანციურად, „თიმსის“ პროგრამაში.
20.05.2020 - დღეს, 20 მაისს, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.
19.05.2020 - სამინისტროს მიერ რეკომენდებული, მოსწავლის შეფასების ორი ფორმიდან, ახალციხის სკოლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საბჭოების გამართვის შემდეგ მიიღეს.
19.05.2020 - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის გადახდის ვადამ სექტემბრამდე გადაიწია. ეს შეღავათი ეხებათ ფინანსური პრობლემის მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც.
15.05.2020 - მოსწავლეებს, რომლებსაც განსაზღვრული წლიური ნიშანი არ დააკმაყოფილებთ, ქულის ამაღლების საშუალება კომპლექსური დავალების საფუძველზე შეეძლებათ - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ჩხენკელმა განაცხადა.
15.05.2020 - საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მოსწავლეების შესაფასებლად ორი ფორმა არსებობს, რომელთაგან ერთი თავად უნდა აარჩიონ. ცალკე საკითხია მეხუთეკლასელი მოსწავლეების შეფასება.
15.05.2020 - ერთიანი ეროვნული გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება და ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი განთავსდება, ამის შესახებ განათლების მინისტრმა ისაუბრა.
15.05.2020 - საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, მისი თარიღი კი ცნობილი ივნისში გახდება.
13.05.2020 - 2020-2021 წლებში FLEX-ის პროგრამას ახალციხიდან სამი ფინალისტი ჰყავს. პროგრამის მიხედვით, მათ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკელმა ოჯახებმა უნდა უმასპინძლონ.
11.05.2020 - მეორე ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა.
02.05.2020 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს.
01.05.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
30.04.2020 - დღეს, 30 აპრილს ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა სრულდება.