![Շաբաթվա աքցենտ. Կունենա՞ թե ոչ «Լելոն» Սամցխե-Ջավախեթիում թեկնածու [տեսանյութ] Շաբաթվա աքցենտ. Կունենա՞ թե ոչ «Լելոն» Սամցխե-Ջավախեթիում թեկնածու [տեսանյութ]](/uploads/posts/2020-09/1600952748_aqcenti.jpg)
24.09.2020 - Ինչու մինչ օրս չի ընտրվել «Լելո Վրաստանի» մեծամասնական թեկնածու Ախալցխա-Ադիգենի-Ասպինձա-Բորժոմի ընտրատարածքում. Ինչու Ախալքալաք-Նինոծմինդան մնաց առանց թեկնածուի; Ինչի՞ վրա են հույսերը դնում կուսակցության տեղական շտաբերում և ի՞նչ ճնշման մասին են խոսում ընտրություններին ընդառաջ:
23.09.2020 - Արդյո՞ք նա փոխել է իր կարծիքը Ճելայում մինարեթ տեղադրելու մասին 8 տարի անց և ինչու է կարծում, որ մահմեդական բնակչությունը կքվեարկի իր օգտին: Ո՞րն է տարածաշրջանի զարգացման նրա տեսակետը և ինչի վրա է նա կենտրոնանում: «Շաբաթվա աքցենտ» հաղորդաշարի հյուրն է Ախալցիխե-Ադիգենի-Ասպինձա-Բորժոմի ընտրատարածքում «Ազատ Վրաստան» կուսակցության մեծամասնական ընտրակարգով պատգամավորի թեկնածու՝ Գոդերձի Կուբլաշվիլին:
22.09.2020 - წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე კვირაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში 25 თანამშრომელი გავიდა, მათ შორის მერის მოადგილე და სამსახურის უფროსები. იურისტების განცხადებით, მსგავსი ქმედებით ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
22.09.2020 - 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.
19.09.2020 - ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრების საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით ბალიაშვილი და გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან იძულებით კარანტინში პოლიტიკური მიზნებისთვის გადაიყვანეს. ამ ქმედებით მმართველი გუნდი ცდილობს ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალოს.
19.09.2020 - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
18.09.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის დღეს მოქალაქეები არ გაივლიან თერმოსკრინინგს, ასევე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმით. კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.
17.09.2020 - საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში სამველ ეღიაზარიანი იქნება. კანდიდატები ოფიციალურად პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა.
17.09.2020 - ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არჩევნების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. მათი ნიჰილიზმის მიზეზი ძირითადად იმედგაცრუებაა, რომელსაც წინა არჩევნებიდან შეუსრულებელი დაპირებები აჩენს და არამარტო.
17.09.2020 - IRI-ს კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები, რომ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 15% ენმ-ს, ხოლო 5% „ევროპულ საქართველოს“.
16.09.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებულ ოლქებს ახალი ნუმერაცია მიენიჭა. სამცხე-ჯავახეთში სულ ორი მაჟორიტარული ოლქი იქნება, სადაც ექვსი მუნიციპალიტეტი ერთიანდება.
16.09.2020 - ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟოროიტარულ ოლქში ამ დროისათვის [16 სექტემბერი] ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატია. მათგან ოთხი პარტიის მიერ დასახელებული, ერთი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი. ხუთივე კანდიდატი კაცია.
16.09.2020 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველ 25-ეულში ორი წევრი სამცხე-ჯავახეთიდან არის. სამველ პეტროსიანი სიით მე-14, ხოლო ტატიანა მარტინენკო 25-ე ნომრები არიან.
16.09.2020 - ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცკარ პუთულიანი საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან კანდიდატურა, წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა.
15.09.2020 - სამცხეში, „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია, რომელიც 2013-2017 წლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, ამბობს, რომ ადიგენში მუსლიმი თემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ვერ შეძლო. კანდიდატმა დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა.
15.09.2020 - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შექმნა, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ევროპელი დემოკრატები“ გაერთიანდნენ. ბლოკის შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარდგებიან.
14.09.2020 - სამცხეში, კერძოდ კი N17 ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები ამ დროისათვის სულ ექვსმა პარტიამ დაასახელა. ექვსივე კაცია. მათ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს.
14.09.2020 - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვახტანგ ქვათაძე აცხადებს, რომ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის N17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეარჩიეს. აღნიშნული საკითხის გაპროტესტების გამო კი სხდომა დაატოვებინეს.
14.09.2020 - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა - 88 % საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59 პროცენტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას.
12.09.2020 - ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის სამ მონაწილეს, რომლებმაც რეგისტრაცია 5-9 სექტემბერს გაიარეს, Covid-19 აღმოაჩნდათ.