FM97.5 / LIVE

‘თავისუფალმა საქართველომ’ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 17.09.2020
საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში სამველ ეღიაზარიანი იქნება. კანდიდატები ოფიციალურად პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა.

‘თავისუფალმა საქართველომ’ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარატია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა დღეს, 17 სექტემბერს ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართა. გოდერძი კუბლაშვილი და სამველ ეღიაზარიანი კახა კუკავამ წარადგინა: „სამველი არის ადგილობრივი უმცირესობის წარმომადგენელი და მასთან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ ჯავახეთში ყოველთვის გვქონდა მაღალი შედეგები. გოდერძის რაც შეეხება, მასთან თანამშრომლობა ახალი დაწყებული გვაქვს, გვქონდა შეხვედრა, მსჯელობა და ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა“.

წარდგენისას კუკავამ პარტიის პროგრამაზე ისაუბრა და მედიასთან განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რელიგიური უმცირესობების უცხო ქვეყნიდან დაფინანსების საკითხს და მაგალითად მოიყვანა თურქეთიდან მუსლიმების დაფინანსების საკითხი:

„სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს იურიდიული ზომები, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან იდეოლოგიურ და რელიგიურ ექსპანსიაზე. ჩვენ „თავისუფალი საქრთველო“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შეეზღუდოთ უცხოეთიდან დაფინანსება, როგორც შეზღუდული გვაქვს ეს ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს. იმიტომ, რომ ამას იყენებენ ძალიან ბოროტად, ამას იყენებენ არა დანიშნულებისამებრ... როგორც არ არსებობს სათაგურში უფასო ყველი, ისე არ არსებობს უფასო გრანტები, რომლებსაც არ აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები“, - განმარტა კუკავამ.

კითხვას, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება სამართლიანია თუ არა, პარტიის ლიდერმა ასე უპასუხა: „ძალიან სამართლიანია რეგლიგიური უმცირესობების დაფინანსება, იმიტომ, რომ განაწილებულია პროპორციულად, მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით და განსაკუთრებით სამართლიანია, თუ გავითვალისწინებთ შედარებას სხვა მეზობელი ქვეყნების პრაქტიკასთან. მაგალითად, თურქეთში არავინ აფინანსებს რელიგიურ უმცირესობებს“.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის მოსაზრებას იზიარებს ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ახლადწარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილიც. მან საკუთარი გამოსვლა ქრისტიანთათვის წმიდა წიგნის, სახარების სიტყვებით დაიწყო: „მათეს სახარება ასე იწყება, პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. ანუ ყველა ადამიანი ვალდებულია თავისი სიტყვა შეასრულოს. იმიტომ, რომ ღვთის წინაშე აგებს პასუხს და მე არ მინდა ჩემი სიტყვის გამტეხი ვიყო, ანუ ისეთს არაფერს შევპირდები ამომრჩეველს, რისი გაკეთების თავიც არ მაქვს“, - განმარტა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება უმცირესობების დაფინანსების საკითხს, მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პროპორციული გადანაწილების მიხედვით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან უფრო მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს: „უცხო ქვეყნიდან არ უნდა იყოს ჩვენი რელიგიური უმცირესობები დაფინანსებული, ეს უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად აგენტები შემოჰყავს უცხო ქვეყანას და თავის სასარგებლოდ წყვეტენ ამ საკითხებს. ქვეყნის დიდი უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი ანუ თავისთავად მართლმადიდებელ ეკლესიას მეტი შეხვდება დაფინანსება და კიდევ უფრო მეტი უნდა ხვდებოდეს, თუმცა უნდა ფინანსდებოდეს სხვა რელიგიური უმცირესობებიც“.

ამ დროისათვის პარტიების მეირ დასახელებული კანდიდტების სია სამცხე-ჯავახეთის ოლქებში ასეთია:

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟრიტარული ოლქი:

„ქართული ოცნება“ - ანტონ ობოლაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ვაჟა ჩიტაშვილი
„ევროპული საქართველო“ - ზურაბ ჩილინგარაშვილი
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - ზურაბ ხუციშვილი
„თავისუფალი საქართველო“ - გოდერძი კუბლაშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი:

„ქართული ოცნება“ - სამველ მანუკიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მელიქ რაისიანი
„ევროპული საქართველო“ - არსენ კარაპეტიანი
„პატრიოტთა ალიანსი“ - არტაშეს აკოფიანი
„თავისუფალი საქართველო“ - სამველ ეღიაზარიანი
დამოუკიდებელი კანდიდატი - ენზელ მკოიანი

‘თავისუფალმა საქართველომ’ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ
ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში 9 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი - მონაცემები მოკლედ
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია