FM97.5 / LIVE

ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 14.09.2020
სამცხეში, კერძოდ კი N17 ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები ამ დროისათვის სულ ექვსმა პარტიამ დაასახელა. ექვსივე კაცია. მათ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს.

ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში

„ქართული ოცნება“ - ანტონ ობოლაშვილი


ანტონ ობოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 1-ელ მარტს, ადიგენში, სოფელ უდეში. სწავლობდა უდის N1, ახალციხის N5 და N1 საშუალო სკოლებში.
სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დაიწყო ბიზნესსაქმიანობა.

ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეშისაჯარო რეესტრის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილს სახელს უკავშირდება 15 – მდე კომპანია, რომელთაგან სამში 100%–იანი წილი აქვს. ის ასევე ხელმძღვანელობს უცხოური საწარმოს ორ ფილიალს საქართველოში.

2019 წელს იგი ადიგენის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

„რა თქმა უნდა გამარჯვების იმედი მაქვს. ჩემს საქმანობაში მე ყოველთვის ვიყავი წარმატებული და მჯერავს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზეც ვიქნები წარმატებული და მეტ სარგებელს მოვიტან ჩემი საქმიანობით ჩვენს რეგიონში“.

ობოლაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ 10 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა.
აგვისტოში კი მისი ოჯახის წევრებისგან პარტიამ 76 000 ლარი მიიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ვაჟა ჩიტაშვილი ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში

ვაჟა ჩიტაშვილი დაიბადა 1953 წლის 10 თებერვალს, ახალციხის სოფელ ვალეში.
დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა.

1989–92 წლებში მუშაობდა შსს–ს ახალციხის რაიგანყოფილების უბნის ინსპექტორად;
1992-94 წლებში ამავე განყოფილებაში გამომძიებელი იყო;
1994-2004 წლებში კი საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2004-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ მუშაობდა;
2005-2008 წლებში პროკურატურაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი იყო.
2008 წლის იანვრიდან – ნოემბრამდე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2008 წლიდან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, იყო „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ახალციხეში.

„შეხვედრებზე პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა მე ვგრძნობ რომელ სოფელში რა პრობლემაა. რომ შევდივარ ეზო-კარ-მიდამოზე და დავტრიალდები, უკვე ვხვდები რა ხდება კონკრეტულ ოჯახში, სოფელში“.

ჩიტაშვილს პოლიტიკურ პარტიებისთვის შეწირულობა ორჯერ უფიქსირდება.

2018 წლის 18 სექტემბერს მან 2 000 ლარი „ევროპულ საქართველოს“ შესწირა;
2016 წლის 26 აგვისტოს კი 5 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

„ევროპული საქართველო“ - ზურაბ ჩილინგარაშვილი

ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში
ზურა ჩილინგარაშვილი დაიბადა 1965 წლის 5 იანვარს, ადიგენის სოფელ არალში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით.
1991-1992წწ. იყო ადიგენის მმართველობის ადგილობრივი ორგანო, განყოფილების გამგე;
1998-2006წწ. შპს ტელერადიო კომპანია "იმპერიას", დირექტორი და გენერალური დირექტორი;
2006-2008წწ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2008-2011წწ. შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის უფროსი;
2011-2012წწ. შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი.
2012-2016 წლებში იყო პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო „ერთიანი ნაციოანლრუი მოძრაობის“ პროპორციული სიაში, 34-ე ნომრად.

„ყველა მოსახლესთან მე წერილი მექნება გამზადებული მესიჯბოქსი, წერილი „ევროპული საქართველოსგან“, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულებას ვიღებ და პირველი ასი, მეორე ასი დღის განმავლობაში ყველაფერი იქნება გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს“.

ჩილინგარაშვილს ორჯერ, მთლიანობაში 9 000 ლარის შეწირულობა უფიქსირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

2013 წლის 8 ოქტომბერს მან პარტიას 5 000 ლარი შესწირა,
2015 წლის 27 მარტს კი 4 000 ლარი.

„თავისუფალი საქართველო“ - გოდერძი კუბლაშვილი

გოდერძი კუბლაშვილი დაიბადა 1965 წლის 26 აპრილს, ადიგენში.ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში

1982 წელს დაამთავრა ადიგენის საშუალო სკოლა.
1983–1990 წლებში სწავლობდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ინჟინერ ჰიდრო ტექნიკოსის სპეციალობაზე.
1992–1993 წლებში იყო ადიგენის გამგებლის მოადგილე.
1995–2000 წლამდე მუშაობდა მაგნიტოფონის ქარხნის დირექტორად.
2001–2002 წლებში იყო ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე.
2013 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“.
2014-2016 წლებში მუშაობდა განათლების მიმართულებით, პროფესიისა და კარიერული დაგეგმარების სამმართველოში, ადიგენის კოორდინატორად.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯერ „პატროტთა ალიანსმა“ დაასახელა, შემდეგ კი კენჭი იყარა პარტიიდან „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“.

„ეროვნულობა და ქრისტიანობა არის ჩემი ცხოვრების წესი. ჩემს მხარეს არის განათლება, გამოცდილება, წესიერება, ჩემი ცხოვრების წესია არასდროს არავინ მოვატყუო. არ დავპირდები არავის იმას, რისი შესრულებაც არ შემიძლია“.

კუბლაშვილს შეწირულობა არცერთ პარტიასთან უფიქსირდება.


„დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“ - გელა კვარაცხელია

ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში
გელა კვარაცხელია დაიბადა 1966 წლის 30 იანვარს, აფხაზეთში, გულირიფშის რაიონში.
დაამთავრა ქალაქ რუსთავის საშუალო სკოლა.
1984 – 1993 წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ელექტრო-საინჟინრო ფაკულტეტზე.
1995 – 1997წწ. მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიის მმართველად.
1998წ. იყო რუსთავის საკრებულოს წევრი;
1999 წელს იყო „მოქალაქეთა კავშირის“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი;
1999 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საქართველოს თვითმართველობათა ასოციაციის გამგეობის წევრი, ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე;
1999–2002 წწ. იყო საქართველოს პარლამენტი;
2002 - სმკ–ს აღმასრულებელი მდივანი;
2003 - პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე–ჯავახეთის მხარეში;
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბში, ეროვნებათშორის ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბში, შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2013 – 2017 წწ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - კოორდინატორი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისის სათავო შტაბში.

"17 წელიწადი, რაც მე აქ არ ვარ, ვთვლი რომ არაეფექტურად არის გამოყენებული. პირველ რიგში ვთვლი რომ მთელი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაში, რომ გოდერძის უღელტეხილზე გაკეთდეს გზა, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ადიგენში ინფრასტრუქტურა მოეწყოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. გარდა ამისა არის უამრავი სოფელი, სადაც არის სასმელი წყლის პრობლემა, რაც დაუყონებლივ უნდა გადაიჭრას“

კვარაცხელიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გვერდზე შეწირულობა არცერთ პარტიასთან უფიქსირდება.

„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა „ - ზურაბ ხუციშვილივინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხეში


ზურა ხუციშვილი დაიბადა 1964 წლის 23 იანვარს დაიბადა, ახალციხეში.
სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში, ისტორიის სპეციალობით.
1989 წლიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. იყო წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე, ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთში. იყო მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე.
1992 -1994 წწ. იყო პოლიტპატიმარი.
1994 წლიდან იძულებით ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ფინეთში, გერმანიაში, რუსეთში.
2002 წელს დაბრუნდა საქართველოში და კვლავ „ეროვნულ მოძრაობაში“ ჩაერთო.
2010-2012 წლებში ასევე პოლიტპატიმარი იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა თბილისში, საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად „მომავლის პარტიიდან“.

„გამარჯვება ღმერთის ნებაა, ჩვენ გზავნილი უნდა მივიტანოთ ხალხამდე და მერე ღმერთის ნებაა ვინ გაიმარჯვებს. მთავარია მშვიდობა იყოს“.
ხუციშვილს პარტიებტან ოფიციალური შეწირულობა არ უფიქსირდება.

პოლიტიკური სუბიექტები ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად მართავენ. ჯერ-ჯერობის უცნობია, დაასახელებენ თუ არა ამავე ოლქში სხვა პარტიები საკუთარ მაჟორიტარებს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები