FM97.5 / LIVE

‘პატრიოტების’ პარტიულ სიაში ბორჯომელი და ახალქალაქელი წევრები შევიდნენ

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 16.09.2020
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველ 25-ეულში ორი წევრი სამცხე-ჯავახეთიდან არის. სამველ პეტროსიანი სიით მე-14, ხოლო ტატიანა მარტინენკო 25-ე ნომრები არიან.

‘პატრიოტების’ პარტიულ სიაში ბორჯომელი და ახალქალაქელი წევრები შევიდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ახალქალაქიდან, სამველ პეტროსიანი სიითი შემადგენლობის მე-14 წევრად დაასახელეს.

იგი ამ პარტიას 2017 წლიდან შეუერთდა.

მანამდე კი:
1995-2004 მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში;
2006-2012 წლებში იყო ახალქალაქის პოლიციის უფროსი.
2012-2016 წლებში იყო პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა ეს პარტია მან ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას, 2015 წლის სექტემბერში დატოვა და საპარლამენტო უმცირესობის წევრად დარჩა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პეტროსიანს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც სურდა, მას კანდიდატად განიხილავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, პარტიის სახელით კენჭი არ იყარა. პეტროსიანი შეთავაზებას „ქართული ოცნებიდან“ ელოდა და კანდიდატად ენზელ მკოიანის დასახელებას მისი უკმაყოფილება მოჰყვა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იგი ახალქალაქის მერობის კანდიდატად "პატრიოტთა ალიანსმა" წარადგინა.

საბოლოოდ, 2017 წლის არჩევნების შედეგად იგი“პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალქალაქის საკრებულოში შევიდა.

რაც შეეხება ტატიანა მარტინენკოს, იგი ბორჯომის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან". 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იგი ბორჯომის ოლქში პარტიული სიის რიგით მეორე ნოემრი იყო.

საკრებულოში იგი იურიდიულ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი 25-ეული ასეთია:

1. ირმა ინაშვილი
2. გიორგი ლომია
3. გოჩა თევდორაძე
4. ავთანდილ ენუქიძე
5. ზაზა (გელა) მიქაძე
6. ნანა დევდარიანი
7. ფრიდონ ინჯია
8. დავით ზილფიმიანი
9. ცისანა სეფიაშვილი
10. მერაბ ჭიქაშვილი
11. გურამ ნიკოლაიშვილი
12. მარინა მოლოდინი
13. ვახტან ყოლბაია
14. სამველ პეტროსიანი
15. ეკა მირიანაშვილი
16. არჩილ ლეკიშვილი
17. ბესიკ ცქიფურიშვილი
18. ანი კიკნაძე
19. დავით გიორგობიანი
20. მარიამ ბათირიშვილი
21. მაია კუტუბიძე
22. გოდერძი ამაშუკელი
23. თომა ხაბეიშვილი
24. მახირ უსუბოვი
25. ტატიანა მარტინენკო

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა
პოლიციელები, პროკურორები, გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
ბორჯომის საკრებულოში  „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს