20.10.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სასწავლო პროცესი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდება, არჩევნების დასრულების შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
20.10.2020 - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ბოლაჯურში ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქარული ოცნების“ მხარდამჭერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კანდიდატმა პოლიციას მიმართა.
20.10.2020 - განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული სამი დღით დისტანციურად ისწავლიან. აღნიშნული დრო ცესკოს უბნების მოსამზადებლად სჭირდება.
19.10.2020 - დღეს, 19 ოქტომბერს ახალციხეში პარტია “ევროპულმა საქართველომ” ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი წარადგინა.
![კვირის აქცენტი: ‘ქართული მარშისა’ და ‘პატრიოტთა ალიანსის’ კანდიდატების ხედვები [ვიდეო] კვირის აქცენტი: ‘ქართული მარშისა’ და ‘პატრიოტთა ალიანსის’ კანდიდატების ხედვები [ვიდეო]](/uploads/posts/2020-10/1602871122_121643838_280493176393442_8330880060669105348_n.jpg)
16.10.2020 - რას ფიქრობენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, როგორია მათი ხედვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით; ვისთან თანამშრომლობა შეუძლიათ, მას შემდეგ, რაც დეპუტატის მანდატი ექნებათ და რას მიიჩნევენ ყველაზე დიდ პრობლემად საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში.
16.10.2020 - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.
16.10.2020 - საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მისაღები ღონისძიებები, რის მიხედვითაც ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით,
მას უბანზე პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს.
16.10.2020 - „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გელა კვარაცხელია ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მისი თქმით, უჭირთ დამკვირვებლების შერჩევა, რადგან მათ სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
16.10.2020 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და მათი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ. სამცხე–ჯავახეთიდან კვლევაში ამჯერად სამი კანდიდატი მოხვდა.
16.10.2020 - ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ეზოში, მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურმარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრა“. იურისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
15.10.2020 - პოლიტური პარტია „ქართული არჩევანის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მარიზა ჯიქია იქნება. იგი ბორჯომიდანაა.
13.10.2020 - დღეს, 13 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის წარდგენას მერიის, ააიპ–ების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს თანამშრომლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
![Շաբաթվա աքցենտ. «Ընտրական միջավայրն անառողջ է». Չիտաուրի [Տեսանյութ] Շաբաթվա աքցենտ. «Ընտրական միջավայրն անառողջ է». Չիտաուրի [Տեսանյութ]](/uploads/posts/2020-10/1602596452_akcenti-chitauri.jpg)
13.10.2020 - Ինչու՞ է երգիչ Գիորգի Չիտաուրին ցանկանում քաղաքական գործիչ լինել: Ո՞րն է նրա տեսակետը շրջանի խնդիրների վերաբերյալ. Ինչու չառաջադրվեց հարազատ Թիանեթիում և ի՞նչ խնդիրներ ունեցավ «Լեիբորիստական կուսակցությունը» Սամցխեում նախընտրական քարոզարշավի ընթացքում:
12.10.2020 - დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხეში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვერას ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის, ააიპ–ების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს თანამშრომლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
09.10.2020 - რატომ სურს პოლიტიკოსობა მომღერალ გიორგი ჩიტაურს; როგორია მისი ხედვა ოლქში არსებულ პრობლემებზე; რატომ არ იყარა კენჭი მშობლიურ თიანეთში და რა პრობლემები შეექმნა „ლეიბორისტულ პარტიას“ სამცხეში წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისას.
09.10.2020 - ადიგენში, ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რუსუდან ხობიაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდა. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ, თავად კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა და იქ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეჩერდა.
08.10.2020 - რა ხედვები აქვთ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატებს უმუშევრობის დაძლევის, მუნიციპალიტეტებში მოსაგვარებელი პრობლემებისა და უმცირესობების საკითხებზე - „სამხრეთის კარიბჭემ“ ოლქში დარეგისტრირებულ კანდიდატებს ერთი და იგივე კითხვები დაუსვა.
08.10.2020 - N18 ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი 8 პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. მთლიანობაში ჯავახეთში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 9 მაჟორიტარს შორის მოუწევს.
08.10.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ დაარეგისტრირა.
![Շաբաթվա աքցենտ. «Ինքնամեկուսացման պայմանները խախտելու համար պատժամիջոցը մինչև 2000 լարի է» - Միքելաձե [Տեսանյութ] Շաբաթվա աքցենտ. «Ինքնամեկուսացման պայմանները խախտելու համար պատժամիջոցը մինչև 2000 լարի է» - Միքելաձե [Տեսանյութ]](/uploads/posts/2020-10/1601993013_kviris-aqcenti.jpg)
06.10.2020 - Սամցխե-Ջավախեթիի որ քաղաքապետարանում են հայտնաբերվել կորոնավիրուսի առավելագույն դեպքերը. Ու՞մ պատասխանատվությունն է առաջանում, երբ մենք կամայականորեն խախտում ենք ինքնամեկուսացման կանոնները. Ինչո՞ւ տարածաշրջանում գործող առողջապահական կենտրոնները չեն շփվում լրատվամիջոցների հետ: