FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 16.10.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და მათი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ. სამცხე–ჯავახეთიდან კვლევაში ამჯერად სამი კანდიდატი მოხვდა.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები

არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ ოპოზიციური პარტიების კანდიდატების საქმიანობა გამოიკვლია, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის უახლეს გამოკითხვებში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს.

ეს პარტიებია:

• „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
• „სტრატეგია აღმაშენებელი“
• „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
• „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
• „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“
• „ლელო საქართველოსთვის“
• „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“


TI-ს კვლევის მიხედვით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 9,185 ლარი შესწირა.

იგი 2008-2012 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი ფლობს შპს „ელმასას“ 67%-ს. მან 2013-2015 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 9,000 ლარი შესწირა. მისმა მეუღლემ, მეგი კაჭკაჭიშვილმა 2017 წელს 2,000 ლარი შესწირა პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ზურაბ ჩილინგარაშვილი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ჩიტაური არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2020 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 5,000 ლარი შესწირა.

ასევე ნახეთ:



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები
რომელ კომპანიებს ფლობენ ენმ-ს კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში 9 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა