FM97.5 / LIVE

‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 14.04.2019
საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქის კულტურის ცენტრში შეკრებილ ეთნიკურ სომხებს უთხრა, რომ თუ მათ სურთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, მაშინ ქართული უნდა ისწავლონ. ასევე, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მცირე ასაკიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, ახალქალაქში ქართული ბაგა–ბაღები უნდა გაიხსნას.

‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე

დღეს, 14 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში იმყოფება და აქ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება სკოლებში გოგებაშვილის დედაენის დაბრუნებაზე გაამახვილა: „ის ფაქტი, რომ ეს დედა ენა უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ბავშვები სახელმწიფო ენას, ეს არის შესანიშნავი“.

მან შეკრებილ საზოგადოებას, იმისთვის რომ მასთან შესახვედრად მივიდნენ, მადლბა გადაუხადა: „მინდა ყველას მადლობა გითხრათ ვინც აქ მოხვდით. ვიცი რომ ყველას არ გესმით ქართული, ზოგს შეიძლება ნაწილობრივ გესმით მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მაინც მოხვედთ“.

პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ვალდებულია ქართულ სახელმწიფო ენას პოპულარიზაცია გაუწიოს: „მინდა, რომ ქართლი ენა გახდეს ნამდვდილად სახელმწიფო ენა, ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა, ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისა, თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის საუბარზე, ურთიერთგაგებაზე“.

ზურაბიშვილის თქმით, რომ არა 1978 წლის 14 აპრილი, საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა: „ენა არის კარი სახლემწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 1978 წელს, რომ სახლემწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვებინათ, მერე არ მოჰყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად და ძალინ მჭიდროდ გადაჯაჭვული, არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე“.

პრეზიდენტის თქმით, ძნელია იყო საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე, თუ არ იცი სახელმწიფო ენა: „მაქვს დიდი სურვილი ყველა, ვინც აქ ბრძანდებით, თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის რომ მე ძალინ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოაქალაქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, მაინც რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალინ ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ სრული მოქალაქეები“.

პრეზიდენტმა ახალქალაქის კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლა ქართულენოვანი საბავშვო ბაღების გახნის აუცილებლობაზე საუბრით დაასრულა: „მიდნა გითხრათ, რომ მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. სულ პატარა ბავშვებისთვის ბაღიდან იწეყაბა ენის შესწავლაც და კარიერაც. აქედან დღეს ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ის, რომ ძალიან მოკლე მომავალში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა–ბაღი. მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“.

პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გუშინ, 13 აპრილს, იგი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. ამის შემდეგ პრეზიდენტი, სოფელ ღრელში მეფუტკრეს ზაზა ივანიძეს ეწვია, მოგვიანებით კი ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა. გუშინვე, საღამოს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრა, აქ იგი დღეს, 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება
პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება
პრეზინდეტი ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძეს ეწვია
ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება