FM97.5 / LIVE

'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენა თბილისში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 15.08.2016
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენა თბილისში [R]

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გლდანის მე-20 ოლქი კობა კობალაძე, გლდანის 21-ე ოლქი ლევან კობიაშვილი, გლდანის 22-ე ოლქი ლევან კობერიძე, დიდუბის მე-15 ოლქი ზაზა პაპუაშვილი, დიდუბის მე-16 ოლქი ილია წულაია, ვაკის მე-2 ოლქი ბიძინა გეგიძე, ვაკის მე-3 ოლქი ზაზა ხუციშვილი, ისნის მე-8 ოლქი ირაკლი აბუსერიძე, ისნის მე-9 ოლქი დავით ჭიჭინაძე, ისნის მე-10 ოლქი ბექა ნაცვლიშვილი, კრწანისის მე-7 ოლქი ბექა ოდიშარია, ნაძალადევის მე-17 ოლქი სოფო კილაძე, ნაძალადევის მე-18 ოლქი მიხეილ ყაველაშვილი, ნაძალადევის მე-19 ოლქი ზაზა გაბუნია, საბურთალოს მე-4 ოლქი მამუკა მდინარაძე, საბურთალოს მე-5 ოლქი ნინო გოგუაძე, საბურთალოს მე-6 ოლქი ლევან გოგიჩაიშვილი, სამგორის მე-11 ოლქი გიორგი მოსიძე, სამგორის მე-12 ოლქი მარიამ ჯაში, სამგორის მე-13 ოლქი შოთა ხაბარელი, ჩუღურეთის მე-14 ოლქი გია ვოლსკი.

პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატს არ ასახელებს მთაწმინდის პირველ ოლქში და მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთი ასეთი პრეცედენტი“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხოლოდ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს.

„მეგობრებო, ჩემო საყვარელო თბილისელებო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენს წინაშე. მინდა ქედი მოვიხარო თბილისის გმირობის წინაშე და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება საქართველოს უკეთესი მომავლისათვის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი დახლეჩილი საზოგადოების სიყვარულით, უკეთესი მომავლის დღის წესრიგით გაერთიანებას. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ჩატეხილი ხიდის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს, ნამდვილად არ არის ფუფუნება ამ ადგილას დგომა და ამ მოვალეობაში ყოფნა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, როგორ ჩავაბაროთ ჩვენს ქვეყანას ოთხი წლის თავზე დღეიდან უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და უფრო სიყვარულით აღსავსე საქართველო. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ გაგიმტყუნოთ იმედები“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისის საზოგადოებამ ყველაზე მეტად იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცირება და ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. ჩვენი გუნდი შედგება ძველი თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანასდა საზოგადოებას გააერთიანებს, ჩვენ ვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება, საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარასოდეს უნდაგანმეოროდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაც ანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და, ვისაც აქვს უნარი, ჩვენს ქვეყანაში მოიტანოს პროგრესი, განვითარება, ყველასთვის იქნება ადგილი ჩვენსქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე, საზოგადოების გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზეკეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებოდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი.

„ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ქართველმა ხალხმა იბძროლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ და ესბრძოლა გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქართველი ხალხი დაიქანცა ამ ბრძოლაში,2011 წლის შემდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გამაოცხადა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე და შეეხიდაქართველ ხალხს ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებობდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა დასწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული პატივია წარვდგე დღეს თბილისის წინაშე, როგორც იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც გარდატეხა შეიტანასაქართველოს განვითარებაში. ეს გარდატეხა მოგვევლინა იმ დროს, როდესაც თითქოსდა იმედი იყო გამქრალი და რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რათა გადარჩენის გზა გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ შეგვიძლია,დღეს ამაყად შევხედოთ ჩვენს თბილისელებს თვალებში და ვთქვათ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით მოქალაქეებისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი თავისუფლება, თავისუფლად სუთქვის ბედნიერება.თავისუფლად საუბრის, ჩვენი თუნდაც ყველაზე კრიტილკული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 4 წლის მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს მიხედა.

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის უფლება. ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება. მარტო ჩ ჰეპატიტის პროგრამით ათასობით სიცოცხლე გადაჩრა და ათასობით ოჯახი გადარჩა გაღატაკებას. ალბათ ყველას უსარგებლიასაყოველთაო ჯანდაცვის სერვისით დ დამეთანხმებით, რომ ეს არის ფუფუნება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს. არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სოფლის მეურნეობას არ მიქცევია იმ დონისყურადღება და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხედებოდა. მრავალი პროგრამა, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრეტიდები, დანერგე მომავალი,ასევე მიკროდაფინანსების და მიკროგტანტების პროგრამა, ასევე აწარმოე საქართველოში, ყველაფერი ეს შვებად მოევლინა ჩვენს მოსახლეიბას. ეს ყველაფერი გამიზნულია, რათა საქართველომ ააღორძინოს საწარმოო პოტენციალი“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში გახსნილ პირველ ტექნოპარკზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველი დამწყები ბიზნესის დაფინასების ფონდი დაფუძნდა, რომელიც განკუთვნილია ახალგზრადების ინოვატორული იდეების დასაფინასებლად.

„ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. სულ ცოტა ხნის წინ გადავდგით ნაბიჯები საქართველოში პროფესიული განათლების საჯარო, კერძო პარტნიორობის მოდელის შესაქმენლად, ესეც დიდი მიღწევაა. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენვხედავთ რამხელა რესურსი არსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ არც უშეცდომონო, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყავრულით არყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენი მთავარი საამაყო და ჩვენ ასე ვაპირებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაგრძელებაში. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული, როგორც ახლა ვარ, თურამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პროფესიონალებით გაძლიერებული, განახლებული ქმედითი გუნდია - პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმითა და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა - ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი - ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
ახალქალაქის საკრებულოში 23–დან მხოლოდ  ერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი იქნება
ახალციხის საკრებულოში 18–ვე მაჟორიტარი 'ოცნებიდან' იქნება
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
"ქართულმა ოცნებამ" ასპინძაში მაჟორიტარები შეარჩია
ნინოწმინდაში მაჟორიტარები მხოლოდ ორმა პარტიამ წარადგინა