FM97.5 / LIVE

ასპინძის მაჟორიტარი დაკითხვაზე დაიბარეს

მთავარისამართალი 23.01.2013
ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ტარიელ ლონდარიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივიდა.

ასპინძის მაჟორიტარი  დაკითხვაზე დაიბარეს
ფოტო: 08.09.2012. "ნაციონალების" ყრილობა ახალციხეში
ლონდარიძე მთავარ პროკურატურაში დღეს 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი დაკითხვაზე არ მივიდა.

„ბოლო დროს, უმცირესობის დეპუტატების პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით უმცირესობას განცხადება გაკეთებული აქვს და ამის შესახებ პარლამენტმაც და ქართულმა საზოგადოებამაც კარგად იცის“ - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ლონდარიძემ სატელეფონო საუბრისას.

ისევე როგორც უმცირესობის სხვა წევრები, ლონდარიძეც პროკურატურაში მის დაბარებას ბოლო დროს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისათვის, უმრავლესობის მხრიდან ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ამისათვის უმრავლესობას უმცირესობის გადაბირება სჭირდება.

რაც შეეხება საკითხს, თუ რისთვის იბარებნენ ლონდარიძეს, დეპუტატი ფიქრობს რომ ეს სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის სამქეს უნდა უკავშირდებოდეს: „ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ვარ, სხვა რაზე დამიბარებდა პროკურატურა?“

ლონდარიძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს: „პროკურატურაში თუ კიდევ დამიბარებენ, არ მივალ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამმართველოს ყოფილი უფროსი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ლონდარიძე უმრავლესობას ზეწოლაში ადანაშაულებს
ახალციხის მაჟორიტარი მოსახლეობას შეხვდა
ახალქალაქში სროლის საქმეზე ‘ოცნების’ დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს
NGO-ებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარეს
ვაჟა ჩიტაშვილი: ‘მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა’
საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა