FM97.5 / LIVE

აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის სტანდარტები-თანამშრომლობის მემორანდუმი [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.08.2016
სახელმწიფოსა და USAID/REAP ხელშეწყობით პირველადი აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ სტანდარტები დაინერგება

აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის სტანდარტები-თანამშრომლობის მემორანდუმი [R]

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებას. ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს კი ჩაუტარდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები (მათ შორის ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში).

მემორანდუმის ფარგლებში ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდ. მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვა იქნება შესაძლებელი.

მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და UUSAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია გაშენებული ბაღებისა და რეაბილიტირებული ჩაის ნაკვეთების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია რომ ბენეფიციარები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ბაღების გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას.

ბენეფიციარებს სრულად 100%-ით დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ს გადახდა მოხდება ბენეფიციარების მიერ.

დახმარებას მიიღებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩართული 234 ბენეფიციარი და პროგრამა ქართულ ჩაიში“ ჩართული 7 ბენეფიციარი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები ISO 22000 ნერგავენ [R]
ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ წალენჯიხელ ფერმერებს გააცნო [R]