FM97.5 / LIVE

რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.07.2016
ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის 10–კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნილია და ამ მიმართულებით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია;

რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის  დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
პროექტი, რომელიც ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობადაა ცნობილი, ახალციხე–ადიგენს შორის, ე.წ. ფარეხის გზის 10–კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. აქ ამ დროისთვის 10–ვე კილომეტრზე სამუშაოები ერთიანად მიმდინარეობს და ასფალტის საფარი მთლიანად მოხსნილია.

„ასფალტ–ბეტონის მოფრეზვა 10 კილომეტრზევე ერთიანად მოხდა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში და ამ მონაკვეთის ერთიანად აყრის მიზეზს ასე ხსნიან: „აქ 18 წყალგამტარი და ერთი სახიდე მოწყოგილობა უნდა გაკეთდეს. ამ წყალგამტარებმა მიწისქვეშა წყლები უნდა გაატარონ. ამის გამო სამუშაოები ეტაპობრივად ვერ განხორციელდებოდა“.

ამ დროისთვის, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, 6 წყალგამტარი მილი უკვე მოწყობილია: „ახლა მეშვიდე და მერვე მილის გაკეთებაზე მუშაობენ. ასევე მოწყობილია ყრილები, გარდა ამისა, მიმდინარეობს ქვეშაგები ფენის გაკეთება და გრუნტის სამუშაოები“.

სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

„მანამდე აქ დროებით, შემოვლითი გზა გაკეთდა და გადაადგილება მისი საშაულებით შეუძლიათ“, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფარეხის გზაზე არსებული ძველი ქვის თაღის მოშლა არ იგეგმება. ეს თაღი 1900–1905 წლებშია აშენებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით თაღს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, ხანდაზმულობითა და საინჟინრო მნიშვნელობით ძეგლის ნიშნებს ატარებს, ამიტომ მისი დემონტაჟი დაუშვებელია.

შეგახსენებთ, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულებას ხელი 24 მარტს მოეწერა. პროექტისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის  დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის  დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობა [Photo]
ბათუმი-ახალციხის შეკეთებული გზა ბათუმში ვერ ჩაგიყვანთ
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაიკეტა
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო