FM97.5 / LIVE

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 07.06.2016
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 106% (1 242 523), უკრაინა - 73% (1 853 663), რუსეთი - 59% (7 560 974), ბელარუსი - 77% (262 838), ლიტვა - 46% (244 368), პოლონეთი - 30% (835 792), ესტონეთი - 17% (236 496), ყირგიზეთი - 171% (107 646), გერმანია - 31% (141 328), კანადა - 25% (77 100), დიდი ბრიტანეთი - 79% (52 126) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 7 560 974 ბოთლი; უკრაინა -1 853 663 ბოთლი; ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი; ჩინეთი - 1 242 523 ბოთლი; პოლონეთი - 835 792 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 4 თვის მონაცემები (R)
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 9 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის იანვრის მონაცემები