FM97.5 / LIVE

მითების დეტექტორი [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.06.2016
მტკიცება, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია.

მითების დეტექტორი [R]

მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს ნატო-ს წევრობის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს, უსაფუძვლოა.

მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედიაპლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ამ გზავნილმა ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო.

აღნიშნული გზავნილის უსაფუძვლობას შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების დათმობას არ მოითხოვს

ნატო-ს წესდებაში, მით უმეტეს მეხუთე მუხლში, არსად არის მითითებული, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოგვარებული.

ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი განმარტავს კოლექტიური უსაფრთხოების ფორმას: თავდასხმა ერთ-ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას - ალიანსზე. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ურთიერთობის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს განხილულა, როგორც გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი.

გერმანია მაგალითია იმისა, რომ მსგავსი სახის წარმოდგენები მცდარია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ალიანსის წევრი აღმოსავლეთ გერმანიის ოკუპაციის პირობებში 1955 წელს გახდა. ალიანსში გერმანიის გაწევრიანებას ნატო-სა და საბჭოთა კავშირს შორის ომი არ გამოუწვევია.

საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიზეზი არის რუსეთი და არა - ნატო. სწორედ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის ღია აგრესიას თუ ცალკეული ჯგუფების სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას მოწმობს სამხედრო დაპირისპირებები ცხინვალის რეგიონში (1990, 2004), აფხაზეთის ომი (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი (2008 წელი), როდესაც განხორციელდა პირდაპირი ინტერვენცია. საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს.

სამხედრო კონფლიქტების შედეგად აფხაზეთში განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, დევნილი გახდა 300 000-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაც იზღუდება ქართული ენა, ზიანდება კულტურული თუ რელიგიური ძეგლები.

ნატო-საქართველოს ურთიერთობა 1994 წლიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე აღარ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიული პრობლემები არ ყოფილა/არის ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ტერიტორიული პრობლემების მოგვარება გაწევრიანების წინაპირობად არასდროს დასახელებულა. წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ და არ აღიარებს დასავლეთი

ერთადერთი ძალა, რომელმაც გადახედა საქართველოს აღიარებულ საზღვრებს არის რუსეთი. 2008 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები (რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება #1260 და #1261).

რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად უჭერენ მხარს არაღიარების პოლიტიკას.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის რუსეთი ფინანსებს ხარჯავს

სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას რუსეთის გარდა სამი ქვეყანა აღიარებს - ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ ტუვალუ და ვანუატუ, თუმცა მათ თავიანთი გადაწყვეტილებები შეცვალეს.

რუსეთის მხარეს 3,25 მლრდ დოლარი დაუჯდა ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. მხოლოდ ვენესუელას მხარდაჭერის მოპოვებისთვის კი რუსულმა მხარემ 2.2 მლრდ დოლარი დახარჯა.

წყარო: www.eurocomunikator.ge


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზეა დამოკიდებული საქართველოს შესვლა ნატოში?
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
ხშირად დასმული შეკითხვები
ნატო-ს წარმომადგენლები ახალქალაქში

ნატო-ს სამიტი - მოლოდინი და შედეგები