FM97.5 / LIVE

ნატო-ს წარმომადგენლები ახალქალაქში

მთავარიპოლიტიკა 19.06.2012
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს დამაკავშირებელი ოფისის წარმომადგენელი უილიამ ლოჰიუ და ნატო-ს სათაო ოფისის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკეი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ

ნატო-ს წარმომადგენლები ახალქალაქში

ახალქალაქის საზოგადოებასთან ნატო-ს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ახალქალაქის ოფისში შედგა. უილიამ ლოჰიუსთან და ჯეიმს მაკკეისთან ერთად შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს ოფისის სახალხო დემოკრატიის საკითხების ექსპერტი ქრისტინა ბალეიშიტეც დაესწრო. მათ სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვნული საქართველოს” ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი ახლდა.

ამ შეხვედრის ინიციატორი ნატო-ს სამხრეთ კავკასიის ოფისი იყო. სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვნული საქართველო” მხარი დაუჭირა და დაეხმარა იდეის განხორციელებაში.

შეხვედრას ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან 80 სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები, მასწავლებლები, ასევე ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები.

შეხვედრის ძირითადი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნატო-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების, კითხვების დასმისა და ცნობების პირველწყაროდან მიღების საშუალების მიცემა იყო. სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვნული საქართველოს” ხელმძღვანელის არნოლდ სტეპანიანის თქმით, ახალქალაქზე არჩევანი იმიტომ შეჩერდა, რომ “დაირღვეს სტერეოტიპები, რომლებიც აქ ნატო-სთან მიმართებაში არსებობს”.

“ეს ალიანსთან დაკავშირებით ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული, ასევე დარხეული ხმებით, რომლებსაც მუდმივად ავრცელებენ და ამით დამახინჯებული წარმოდგენების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ნახვა, მათთან საუბარი, იმ კითხვებზე პასუხების მიღება, რაც მოსახლეობას აწუხებს”, - ამბობს არნოლდ სტეპანიანი.

შეხვედრის მიმდინარეობისას სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს დამაკავშირებელი ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლოჰიუმ შეკრებილებს ნატო-ს სტრუქტურა გააცნო, უამბო რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ ნატო-სგან, ისაუბრა იმ ფუნდამენტზე, რომელსაც ორგანიზაცია ეყრდნობა, პრინციპებსა და მრავალ სხვა საკითხზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს პარტნიორია და ის ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სურს.

ნატო-ს სათაო იფისის (ბრიუსელი) წარმომადგენელი ჯეიმს მაკკეი მიიჩნევს, რომ რადგან საქართველომ ნატო-ში შესვლის პროცესი დაიწყო, მთელი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რას აძლევს საქართველოს ნატო და რას იღებს სანაცვლოდ.

ჯეიმს მაკკეის აზრით, საქართველო ნატო-ს წევრობიდან არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც გარკვეულ შესაძლებლობს მიიღებს. ნატო-ს კი საქართველოსგან ერგება მცირერიცხოვანი სამხედრო ძალა და ტერიტორია კავკასიაში, რადგან საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ძირითადი სატრანზიტო კორიდორია. თუმცა მაკკეი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი, რისთვისაც საქართველოს ალიანსში მიღება სურთ, ისაა, რომ საქართველო ალიანსის ძირითად ფასეულობებს იზიარებს.

შეხვედრაზე დასმული კითხვები, ძირითადად, ნატო-ში საქართველოს შესვლის ვადებს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და ნატო-ს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ პრობლემასა და წევრობის მოპოვების პროცესზე მის გავლენას ეხებოდა.

მაკკეის თქმით, საქართველოს ტერიტორიული პრობლემა გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, თუ ყველა სხვა მაჩვენებლით ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის მზად იქნება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული პრობლემა საქართველოს ალიანსში მიღების საქმეში მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხოლო ნატო-ში შესვლის ვადებთან დაკავშირებით რაიმეს მტკიცება, ნატო-ს წარმომადგენელთა თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს  საქართველოში ნატო-ს დღეები დაიწყო
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში
თინათინ ხიდაშელი: 'საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა'
რაზეა დამოკიდებული საქართველოს შესვლა ნატოში?
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?