FM97.5 / LIVE

NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2016
13 არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელისუფლებას მოუწოდებს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც შშმ პირების საჯარო სივრცეებიდან გამორიცხვას მათი ჩართულობის პრაქტიკით ჩაანაცვლებს.

NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად

ორგანიზაციების განცხადების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად და განგრძობადად ექვემდებარებიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას.

„სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვერბალური აღიარება, სათანადო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წარმოების გარეშე, არსებითად ვერ ცვლის ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და არ ამცირებს მათი უფლებების შელახვის მასშტაბსა და სიმძიმეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტი, რატიფიცირების მიუხედავად არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი.

„კერძოდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტური ამუშავება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად უარყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე გაგებას და შინაარს.

სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომის უზრუნველყოფისა და არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების თუ გაძლიერების მიმართულებით, რაც კვლავ განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვას ან მათ სრულ გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან. სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ამ დინამიკას ადასტურებს თითქმის სრულად შეუსრულებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონვენციის სავალდებულოდ აღიარებით სახელმწიფომ ასევე აიღო სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა თუ გადახედვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო ჩართულობისა და მათი საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეეზე კვლავ დეფიციტურია თემის წარმომადგენლების უწყვეტი და ინსტიტუციონალიზებული ჩართულობის გამოცდილება, რასაც ხშირად ფორმალური და ფრაგმენტული სახე აქვს და ვერ უზრუნველყოფს თემის სათანადო მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებსა თუ პროცესებში.

განცხადების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდ წარმოდგენა, მათი უფლებების დაცვას თავად თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებულს ხდის.

„ამის ნათელი მაგალითია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმა ქმედუნარიანობის სისტემის არსებით გადასინჯვაზე, რასაც საფუძვლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქმედუნარიანობის სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიღებული საპასუხო გადაწყვეტილება დაედო. ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმირება, მისი იმპლემენაციის არაერთი ხარვეზის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის არასაკმარისი და არასათანადო პოლიტიკიდან, შეიძლება ითქვას ერთადერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერი 13 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული არაერთი დაბრკოლების საპასუხოდ, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების სისტემური და განგრძობადი რეაგირების საგანი უნდა იყოს, სახელმწიფო არ აჩვენებს საკმარის ძალისხმევას და ნებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს მწვავე გამოწვევად ტოვებს დღის წესრიგში“.

განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ;
ყოველი მეათე ჩვენგანი;
აიპ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ;
შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი – „მოძრაობა ცვლილებებისთვის“;
ქალი, ბავშვი და სოციუმი;
საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;
თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის;
მარიანი;
შშმ პირთა კავშირი რწმენა და იმედი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი
მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში
EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს
კვირის აქცენტი: პრობლემები და მიღწევები ინკლუზიურ  განათლებაში [Video]