FM97.5 / LIVE

გამჭვირვალობა: წინასაარჩევნო პერიოდში ხელფასების მატება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად აღიქმება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.10.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

გამჭვირვალობა: წინასაარჩევნო პერიოდში ხელფასების მატება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად აღიქმება
„ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციაში, რომელიც დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ორაგიზაციის რეკომენდაციით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს;

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა პირველი ივლისიდან ან პირველი სექტემბრიდან არის გათვალისწინებული.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით კი ეს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული.

ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზის და რეკომენდაციების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება
70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება
იანვრიდან პენსია და სოციალური პაკეტები იზრდება
2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებს კი 25 ლარით გაეზრდებათ
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პერიოდში – TI-ს ანგარიში
ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაიზრდება პენსია – არჩილ თალაკვაძე
პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ