FM97.5 / LIVE

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2016
დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 26 მაისს, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ულოცავს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართება.

ქართული დროშის ფერებში განათდება: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა. უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა „Kingdom Tower“, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო. ქ.სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდება ბოსფორის ხიდი.

კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.

საბერძნეთში საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს გაუშვებენ. კანადაში, მერიის წინ, საქართველოს დროშა აღიმართება.

ყაზახეთში, დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები იქნება გამოსახული. დუბლინის ცენტრში, 25-დან 30 მაისის ჩათვლით საქართველოს დროშები გამოიფინება.

ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსება.

მოლდოვაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება იგეგმება.

ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა საქართველოს დროშა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება
როგორ აღნიშნეს დროშის დღე ახალციხეში
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს