FM97.5 / LIVE

შსს: უკონტაქტო პატრულირებას ‘თვალთვალთან’ საერთო არაფერი აქვს

მთავარისაზოგადოება 10.02.2016
‘ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას’ – შინაგან საქმეთა სამინისტრო უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს: უკონტაქტო პატრულირებას ‘თვალთვალთან’ საერთო არაფერი აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, 'სამხრეთის კარიბჭე' უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმაც.

შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებები გავატაროთ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ცალსახაა, რომ:

• უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ - საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.
• საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება - ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეოჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია.

უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს - მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს.

რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია პოლიციის შესახებ კანონით, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

შსს ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად", – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშს: უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს
შემოდის სტატუსი ‘გოჩა დაბნეულია’ – თალაკვაძე უკონტაქტო პატრულირებას განმარტავს
'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში ცვლილებს იურიდიული კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს
შსს:  ავტოსაგზაო შემთხვევებმა იკლო