FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 11.05.2016
ახალციხეში ფოტო–ვიდეო სტუდია ,,S & S”გაიხსნა. პროექტი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ახალციხეში ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა
ფოტო–ვიდეო სტუდია ,,S & S” ფოტოგრაფ სერგეი ფიდანიანსა და მის პარტნიორს სოსო ჩლაჩიშვილს ეკუთვნით. მათ პროექტი 2015 წელს დაწერეს და სახელმწიფო დაფინანსება 10 000 ლარი მოიპოვეს. თანხა სტუდიის მოწყობასა და შესაბამისი აპარატურის შეძენას მოხმარდა. ამბობენ, რომ ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ მსურველებს ფოტო–ვიდეო მომსახურება, როგორც სტუდიაში, ასევე მის გარეთაც გაუწიონ.

„ასეთი სტუდიის გახსნაზე დიდ ხანს ვოცნებობდი. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, ფინანსები იყო, მინდოდა, რომ უმაღლესი ხარისხის
აპარატურა მქონოდა. შარშან მე და სოსოს ასეთი შესაძლებლობა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოგვეცა“– განმარტავს, ფოტოგრაფი სერგეი ფიდანიანი.

ფოტო–ვიდეო სტუდიის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ეს არის ახალი სერვისი რაიონისთვის და ზოგადად რეგიონისთვის, არსებულ ვიდეოგადაღებას წვეულებებისთვის დაემატა სტუდიური გადაღება. მსგავსი სტუდია რეგიონში არ დაფინანსებულა, არის ფოტო–ვიდეო გადაღების სხვა პროექტები, თუმცა ისინი უფრო გარე გადაღებებზე მუშაობენ“, – განმარტავს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი სამცხე–ჯავახეთში ირინა ჩხეიძე.
სტუდია ,,S & S” ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩაზე, ,,დომბიტის“ შენობაში მდებარეობს.

,,ჩვენთან შესაძლებელია პორტფოლიოს, ქორწილების, დღესასწაულებისა თუ ჩვილების ფოტო გადაღება, ასევე, კლიპებისა და სარეკლამო რგოლების დამზადება. ეს ქალაქში სიახლეა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება“–ამბობს სტუდიის ერთ–ერთი დამფუძნებელი სოსო ჩლაჩიშვილი.

ახალციხეში ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საშობაო ალილო ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის ციხეზე გალაკონცერტი მიმდინარეობს  [ფოტო/ვიდეო]
ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა [ფოტო/ვიდეო]
ახალდაბა დაისეტყვა [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში რუსათველის ქუჩაზე ალვის ხეები მოჭრეს[ფოტო/ვიდეო]
ვითარება აბასთუმანში – ფოტო და ვიდეო მასალა