FM97.5 / LIVE

‘ამ დღემ სხვანაირად გაგვზარდა’ – მარინა გაჩეჩილაძე 14 აპრილს იხსენებს

მთავარისაზოგადოება 16.04.2016
38 წლის წინ, 14 აპრილს, პლენუმის სხდომის დასრულებას, სადაც ქართული ენის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ, მარინა გაჩეჩილაძე მთავრობის კიბეზე უცდიდა. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონების პროექტების კოორდინატორი დედაენის დღის მონაწილეა.

‘ამ დღემ სხვანაირად გაგვზარდა’ – მარინა გაჩეჩილაძე 14 აპრილს იხსენებს

1978 წლის აპრილში მარინა გაჩეჩილაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სასწავლებელში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებას აპირებდნენ, 14 პარილამდე, სამი დღით ადრე გავრცლდა.

„ვის თუ არა ჩვენ, მომავალი ქართული ენის სპეციალისტებს უნდა გვეთქვა, რომ ეს დაუშვებელი იყო“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

თქმა წერილობით გადაწყვიტეს. კურსზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისთვის ედუარდ შევარდნაძისთვის მიეწერათ. სტუდენტებს მაშინ მეცნიერული კომუნიზმის ლექცია უცდებოდათ და ტექსტის შესადგენად ეს დრო გამოიყენეს.

„ამ განცხადებას არ ჰქონდა ძლიერი პოლიტიკური ჟღერადობა. ვამბობდით, რომ ქართული ენა არის უძველესი და ჩვენ ამ სპაციალობის სტუდენტები, არ ვეთანხმებოდით საქართველოში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას“, – იხსენებს გაჩეჩილაძე.

72 სტუდენტის მიერ ერთსულოვნად შედგენილ ტექსტს, ხელიც ყველამ მოაწერა, გაჩეჩილაძე სიით 54–ე იყო, მის შემდეგ განცხადებას ასობით სტუდენტი შეუერთდა.

მეორე დღეს, 14 აპრილს, უნივერსიტეტში მისულს სასწავლებლი პარალიზებული დახვდა. ყველა აუდიტორია ცარიელი იყო: „მაშინ 14 გაცდენის გამო სასწავლებლიდან გამოგრიცხავდნენ, ამიტომ ამის ნახვა, ძალიან უჩვეულო იყო“.

სასწავლებლის ყველა სტუდენტი პირველი კორპუსის ეზოსთან შეიკრიბა, ისე, რომ ეს არც წინასწარ დაუგეგმავთ და ორგანიზება არც იმ დღეს უცდიათ. იცოდნენ, რომ მთავრობის სასახლეში პლენუმის სხდომაზე სახელმწიფო ენის საკითხი უნდა განეხილათ.

„ილიას აქვს ნათქვამი, სულის დედა, ერის დედა გმართავსო და ალბათ ასე იყო იმ წუთებში. არავის უთქვამს შენ აქ დადექი და შენ იქით წადიო, მაგრამ მაინც საოცრად ორგანიზებული მიტინგი იყო“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

საპროტესტოდ გამოსული სტუდენტების შენობაში შეყვანა, ლექტორებმა სცადეს. ამისთვის ფილმი „ბლეფი“ მოიტანეს და დარბაზში მის გაშვებას აპირებდნენ: „ჩვენი შეტყუება უნდოდათ, მაშინ კინო–თეატრში ბილეთის შოვნა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ არცერთი სტუდენტი დარბაზში არ შესულა“.

მისი თქმით, მაშინ მილიციაც სხვანაირი იყო. მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ, სიტყვით არაფერს ამბობდნენ, მაგრამ თვალებით თანაგრძნობას გამოხატავდნენ: „კორდონი ჰქონდათ გაკეთებული, ხელი–ხელ ჩაკიდებული იყვნენ, მაგრამ რომ ვაწვებოდით, თითქოს ხელი ეშვებოდათ და გვიშვებდნენ“.

სტუდენტებმა ასე თეატრალურ ინსტიტუტამდე იარეს, აქ მათ ამავე სასწავლებლის სტუდენტები უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი შენობაში ჩაკეტეს: „ამაზე დიდი ამბავი ატყდა. შიგნიდან კარებზე გვიბრახუნებდნენ. საერთოდ მამაცი არ ვარ, მაგრამ იმ წუთებში შიშისგან დაცლილი ვიყავი, სულ მინდოდა წინ ვმდგარიყავი. ასე ნელ–ნელა შენობის ზედა კიბემდე მივედი“.

ამასობაში, იმ სტუდენტებისგან, რომლებიც თეატრალურ ინსტიტუტში ჰყავდათ ჩაკეტილი, ხმა გამოვიდა, რომ სახელმწიფო ენად რუსულს აღარ გამოაცხადებდნენ: „იქ სტუდენტებმა ეს ტელევიზიით გაიგეს, მაგრამ არ დავიჯერეთ, გვეგონა ამ ხმას ჩვენს დასაშლელად ავრცელებდნენ“.

ამასობაში ყველასგან მოულოდნელად მთავრობის ადმინისტრაციის კარი გაიღო და შევარდნაძე მომიტინგეებთან გამოვიდა.

„უცებ კორიდორი გაკეთდა. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩემს წინ გაჩერდა. ხელი აწია და თქვა: დამშვიდდით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ისე წყნარი ხმით თქვა, ეს იქ მდგომი ხუთ–ექვსი კაცის მეტს არავის გაგვიგია“, – იხსენებს გაჩეჩილაძე და ამატებს, რომ მაშინ იქ მდგომ ყველა სტუდენტს შევარდნაძე ძალიან სძულდა, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების ინიციატორად ის მიაჩნდათ და იმიტომ, – „მაგრამ, იმ წუთებში თვალებში ისეთი ჩუმი სიხარული ჰქონდა, რომ დავიჯერეთ რასაც ამბობდა“.

შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ სტუდენტები ისევე ორგანიზებულად და მშვიდად დაიშალნენ, როგორც შეიკრიბნენ. მეორე დღეს კი უკლებლივ ყველა ლექციაზე გამოცხადდა.

„მახსოვს მუხრან მაჭავარიანი და რეზო ამაშუკელი სასწავლებელში შემოვიდნენ და თქვეს, ამ ჯინსიანმა ახალგაზრდებმა ის გააკეთეს, რაც ჩვენ ვერ შევძელითო“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

მისი თმით, რომ არა საკთხის დადებითად გადაწყვეტა, ალბათ 1978 წლის 14 აპრილს ის მოხდებოდა, რაც 11 წლის შემდეგ 9 აპრილს დატრიალდა: „უკან დახევაზე არავინ ფიქრობდა. ძალიან დიდი ძალა იყო მაშინ სტუდენტობა“.
ამ მოვლენებიდან წლების შემდეგ გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ იმ დღემ მისი თაობა სხვანაირად გაზარდა და ქვეყანაშიც ეროვნული მუხტი გააძლიერა.

14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის14 აპრილი იყო პირველი შემთხვევა, როცა მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება
14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა
‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე