FM97.5 / LIVE

პრემიერი პრეზიდენტს მიმართავს არჩევნების თარიღის შესახებ ახალი განკარგულება გამოსცეს

მთავარიპოლიტიკა 14.04.2016
საქარველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავსგაუგებრობებისა და ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად არჩევნების შესახებ ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოსცეს.

პრემიერი პრეზიდენტს მიმართავს არჩევნების თარიღის შესახებ ახალი  განკარგულება გამოსცეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის.

პრემიერის განცხადებით, არჩევნების თარიღი, 8 ოქტომბერი, პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, კონკრეტული მიზეზების გამო შეირჩა.

თუმცა, იყო გარკვეული ხარვეზი: „არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ, დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რომ გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას“ .

მისივე განცხადებით, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.

„რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სხვადასხვა პარტიების მხრიდან და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა საყვედური, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყოველგვარ გაუგებრობას და სხვადასხვა ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, სპეციალურ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ განცხადებას არასამთავრობოების კრიტიკა მოჰყვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას  მაისის დასაწყისში გამოსცემს
არჩევნების კონკრეტული თარიღი დღეს გამოცხადდება
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
დღეს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს დაასახელებს
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება