FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს

მთავარიპოლიტიკა 14.04.2016
არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ივლისის ნაცვლად მაისის დასაწყისში გამოსცემს. გარდა ამისა, პრეზიდენტი მზადაა თუ საჭირო გახდა დაეხმაროს მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში.

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას  მაისის დასაწყისში გამოსცემს

„არჩევნების თარიღი დადგენილია - ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა ფინანსურად დამანგრეველი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება, რომელიც პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის გადაუგზავნა, დღეს პრემიერმა უკან დაუბრუნა. პრემიერის განცხადებით, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი პრეზიდენტს მიმართავს არჩევნების თარიღის შესახებ ახალი  განკარგულება გამოსცეს
არჩევნების კონკრეტული თარიღი დღეს გამოცხადდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება
ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს
შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა