FM97.5 / LIVE

ქართული ღვინის წარდგენა ტალინსა და რიგაში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 17.11.2016
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს.

ქართული ღვინის წარდგენა ტალინსა და რიგაში [R]

ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ესტონეთსა და ლატვიაში გამართული ქართული ღვინის პრეზენტაციების შემდეგ განაცხადა.

ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია სახელწოდებით - „Wines of Georgia”, რომელსაც ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ტალინსა და რიგაში გაიმართა. პრეზენტაციებს ადგილობრივი და უცხოელი იმპორტიორები, სომელიეები, რესტორნების მეპატრონეები, ღვინის კლუბის წევრები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ტალინში ერთ-ერთი პრეზენტაცია ესტონეთის სომელიეთა სკოლაში გაიმართა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის ტრადიციული ბაზრებია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ახალ სეგმენტზე - ახალგაზრდებზე, რათა მათ გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთის სომელიეთა სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ღვინოებიც შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

რიგაში გამართულ ღონისძიებას ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია დაესწრო. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩო ხელს უწყობს ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში.

თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ბოლო ორი წლის მონაცემებით, ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.

ტალინსა და რიგაში გამართულ დეგუსტაციებში წარდგენილი იყო 8 ქართული ღვინის კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ეს კომპანიებია: „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „თელა“, „ვაინმენი“, „მათრობელა ვაინსი“, „კახური“ და BGW.

ლატვია და ესტონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში შედიან. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ლატვიაში (მე-6 ადგილი) საქართველოდან ექსპორტირებულია 980 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ესტონეთში (მე-8 ადგილი) 516 ათასამდე ბოთლი, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]