FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა შტატებს ზრდის

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საშტატო ერთეულის რაოდენობას 92–დან 100–მდე ზრდის. ოპოზიცია ფიქრობს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება გაუაზრებელია.

ახალციხის გამგეობა შტატებს ზრდის

ახალციხის გამგეობის თანამშრომლებს 8 ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეები დაემატებათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 15 ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე 13 მათგანში დაინიშნება. თანაშემწის პოზიცია არ დაიშვა მხოლოდ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში: საძელსა და ანდრიაწმინდაში. მიზეზად დასახლებებში მცხოვრებთა სიმცირეს ასახელებენ.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა დღეს, 31 მარტს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციაში, შტატების რაოდენობის გაზრდას, ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებით ხსნიან.

„დამატების აუცილებლობა ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. მხოლოდ ორი შემიძლია ახლა დავასახელო: ეს არის კანონი მაღალმთიანობის შესახებ, რომლითაც საკმაოდ გაიზარდა თვითმმართველი თემის ფუნქციები და ყოველდღიური რუტინა. და მეორე, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლითაც გამარტივებულია მიწის რეგისტრაციის პროცედურები, სწორედ ამ მიწის აღიარების პროცედურაში ლომის წვლილი მიუძღვის და ძირითადი საქმის წარმოება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში“, – განმარტავს ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

შტატების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილებისა და ზოგადად, შტატების მატების წინააღმდეგი ვარ. სოფლის რწმუნებულებიც, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, არავინ არაფერს აკეთებს. თუ გინდათ, ეს თვითონ მოსახლეობას ჰკითხეთ სოფლებში“, – ამბობს უმცირესობის დეპუტატი მაკა სუდაძე.

უმცირესობის პროტესტის მიუხედავად, საკრებულოში საკითხი დამტკიცდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში თანაშემწის პოზიციაზე ვაკანსია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

გამგეობის წარმომადგენლის თანაშემწის თანამდებობრივი სარგო დარიცხული 540 ლარი იქნება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
კვირის აქცენტი: რატომ ზრდის გამგეობა შტატებს [Video]
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს