FM97.5 / LIVE

პრემიერი:საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა [Video]

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
საქართველოს პრემიერ–მინისტრი რეფერენდუმის დღის თარიღს გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ 1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი დღეა საქართველოს ისტორიისთვის, რამაც მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი.

პრემიერი:საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა [Video]

„25 წლის წინ ქართველმა ხალხმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ“, – განაცხადა პრემიერმა.



მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი დღე და მისი ევროპული მომავალი ყველა იმ ადამიანის მონაპოვარია, ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა, განსაკუთრებით კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.

„ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მონაპოვარი, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი:საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა [Video]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ზვიად გამსახურდია გაიხსენეს
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიას აწესებს
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა