FM97.5 / LIVE

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ.

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს

ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

გუშინ კი სუს-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტის სამ კომიტეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ გააცნო.

ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა საკითხები, რომელიც სუს-ის საქმიანობის პრეროგატივას განეკუთვნება.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში სისხლის სამართლის 142 საქმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 29 საქმეზე დაიწყო – მათ შორის, ქრთამის აღების - 14, თაღლითობის - 5, მითვისების ან გაფლანგვის - 3, კომერციული მოსყიდვის - 2, სამსახურებრივი სიყალბის - 2, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1 ფაქტზე და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. დაკავებულია 16 პირი.

"სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კორუფცია ხელყოფს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, "ელიტური კორუფციის" პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–ის ანგარიში პარლამენტის დეპუტატებს
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
სუს-ის უფროსი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს
ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს [ვიდეო]
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა