FM97.5 / LIVE

მითები და რეალობა ნატოს შესახებ

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 04.03.2016
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მითები და რეალობა ნატოს შესახებ

რა არის მითი? მითი პროპაგანდის და სიცრუის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. მას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ის ვრცელდება სწრაფად და რაც უფრო სახალხო ხდება, მით მეტად ძლიერი და გავლენიანია ესა თუ ის მითი. მითი ათასჯერ უნდა გაიმეორო, სანამ ის „სიმართლედ“ იქცევა. მას ასევე აქვს „ექოს“ ეფექტი, ანუ მას შემდეგ, რაც ასმა ადამიანმა მითი მოისმინა და მიიღო, ის თვითონ გახდა გამავრცელებელი. მით უფრო, რომ ფართო საზოგადოებისთვის უბრალო ადამიანისგან მოსმენილი გაცილებით მისაღებია, ვიდრე ცნობილი პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწისაგან მიწოდებული ფაქტი. ასე ერთვება ფართო საზოგადოება პროპაგანდისტულ ომში. თუ ადრე მითების გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი იყო ტრიბუნა და ორატორული უნარები, დღეს ეს აუცილებელი აღარ არის. საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებითა და სოციალური მედიის წყალობით უავტორო მითები ადვილად იკიდებს ფეხს განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი განვითარების ვექტორს მხოლოდ წარსულთან დაკავშირებულ ცრუ ღირებულებებზე აგებს.

***


მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მცდარია.

სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. არსებობს არა ერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დადგენის პრობლემა ჰქონდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორად გაიყო და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში, რამაც გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გერმანია გაერთიანდა და დღეს ის ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრია. ნატოში გაწევრიანებამ დასავლეთ გერმანიის უსაფრთხო და სტაბილურ განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გაერთიანებულ გერმანიას გაცილებით ძლიერი და მყარი ხმა აქვს ალიანსში.

ასევე, საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, რომლებიც 2004 წელს ნატოში გაწევრიანდნენ. ამ ქვეყნებს საზღვრების დადგენის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული მეზობელ სახელმწიფოსთან. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია NATO-ში მიეწვიათ. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა.
ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება, მცდარია [R]
მითები NATO-ს შესახებ
მითები ნატოზე N2
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
ახალციხელმა ახალგაზრდებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე იმსჯელეს
გამოკითხვა: რა არის მთავარი ბარიერი ნატოში გაწევრიანების გზაზე? [Video]
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე