FM97.5 / LIVE

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა

მთავარისაზოგადოება 21.07.2015
ქალაქ ახალციხის გერბისა და დროშის შესარჩევად შექმნილმა ჰერალდიკის კომისიამ ცხრა ესკიზი განიხილა და ამათგან ერთი ავტორის ორი ნამუშევარი მოიწონა, რომლებსაც ჰერალდიკის საბჭოში გადაგზავნის.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა

ჰერალდიკის კომისია შესული ნამუშევრების განსახილველად დღეს, 21 ივლისს შეიკრიბა. კომისიას მისი წევრების გარდა, სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ: ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, მისი მოადგილე ზაზა თამარაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, მხატვრები: ბექა კოპაძე, ნანა ყორანაშვილი და სპარტაკ ჯვარიძე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე და სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი.

კომისიამ ოთხი ავტორის ცხრა ნამუშევარი განიხილა. ერთ ავტორს მხოლოდ ერთი, ორს, ორ–ორი, ერთს კი ოთხი ვარიანტი ჰქონდა წარდგენილი. საბოლოოდ კომისიამ ოთხი ნამუშევრის ავტორის ორ ესკიზზე შეაჩერა ყურადღება.

„იყო რაღაც ვარიანტები, რომლებიც მისაღებია, მაგრამ ფერებზე იყო პრობლემა. საბოლოო ვარიანტი არც ერთი არ არის. ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ლურჯი ფერი, რადგან არის ზღვის ფერი და ჩვენ არ გვაქვს ზღვა, მწვანე შეიძლება, რადგან იყო ძველ სამცხე–საათაბაგოს დროშაზე, ასევე შინდისფერიც მისაღებია, რომელიც ძველი ქართულია. რაც მთავარია, ძალიან მარტივი უნდა იყოს და გასაგები. ეს ნამუშევრები ცოტა გადატვირთული იყო“, – ამბობს მხატვარი ბექა კოპაძე.

საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ სადათიერაშვილი ამბობს, რომ გერბი და დროშა ახალციხის სიმბოლოებს უნდა გამოსახავდეს: „იყო ნამუშევრები, რომელზეც მუშაობა შეიძლება. რაღაც დეტალების შესწორების შემდეგ შეიძლება არჩევა“.

დღევანდელ სხდომას ჰერალდიკის საბჭოს წარმოადგენლები არ ესწრებოდნენ. ამიტომ, კომისიამ თავად გააგზავნა შერჩეული ნამუშევრები მათთან საკონსულტაციოდ.

„ჰერალდიკის საბჭო კონსულტაციებს გაგვიწევს, რა და როგორ შეიძლება. ძირითადი დატვირთვა მიდის სიმბოლოებზე და ბუნებრივია ჰერალდიკის საბჭომ იცის ამ სიმბოლოების დატვირთვა“, – ამბობს თამარ გოგოლაძე.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჰერალდიკის კომისიამ ხუთ სამუშაო დღეში უნდა მიიღოს. შესაბამისად, პარასკევს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება შეირჩევა წარდგენილი ნამუშევრებიდან რომელიმე თუ თავიდან გამოცხადდება კონკურსი.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხის მერიამ ქალაქის ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის შესაქმნელად კონკურსი 17 ივნისს გამოაცხადა. მონაწილეებს ნამუშევრები საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში უნდა წარედგინათ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში ჯერ ნამუშევრები არ შესულა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა