FM97.5 / LIVE

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

მთავარისაზოგადოება 14.01.2016
ქართული თეატრის პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ - „გაყრას“ უკავშირდება. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
„1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით, მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღეს №1 სკოლის) შენობაში, დადგა პირველი სპექტაკლი - „გაყრა“. იგი თავად იყო, პიესის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთ (სომეხი ვაჭრის) როლსაც ასრულებდა“ - განმარტავს პროფესორი ვასილ კიკნაძე.

ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.

ქართული სასცენო ხელოვნების ახალი ნაყოფიერი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. 1881 წლის 18 იანვარს დაფუძნდა დრამატული საზოგადოება (შემდგომში - თეატრალური საზოგადოება) საზოგადოების წევრთა პირველ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი წერეთელი. 1945 წლის 9 აგვისტოს საქრთველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა "საქართველოს თეატრალური საზოგადოება".

იმავე წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მოწვეული იქნა საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ხორავა, ხოლო მოადგილედ შალვა დადიანი. სხვადასხვა დროს "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარეები იყვნენ - აკაკი ხორავა (1945-1948, 1959-1960), შალვა დადიანი (1948-1959), მიხეილ მრევლიშვილი (1960-1963), დოდო ანთაძე (1963-1977), დოდო ალექსიძე (1977 – 1985), გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე (1985-2010), 2010 წლიდან საზოგადოების თავმჯდომარეა გიორგი (გოგი) ქავთარაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]
საქართველოს პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა
თეატრალური საზოგადოების პრემიით მესხეთის თეატრი 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა
გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს