FM97.5 / LIVE

სატყეოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მერქანია დასაწყობებული

მთავარიეკონომიკა 14.11.2012
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოსთან 250 კუბურ მეტრამდე მერქანია დასაწყობებული

სატყეოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მერქანია დასაწყობებული
როგორც სამმართველოში განმარტავენ, დაახლოებით 200-250 კუბური მეტრი მერქანი, რომელიც ამ ეტაპზე სამმართველოსთან ინახება, სახელმწიფოს საკუთრებაა. აღნიშნული მასალა შავი ზღვის ელექტრო-გადამცემი ხაზის მშენებლობისას სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე მოიჭრა.

”ქალაქში დადის ჭორები, რომ თითქოს ეს არის ჩამორთმეული ხე-ტყე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, - განმარტავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი მეტყევე დავით კახიშვილი და ამატებს, რომ გარდა ახალციხისა დაახლოებით 800-900 კუბური მეტრი მერქანი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა დასაწყობებული: თუმცა ჯერ არ გვაქვს ჩაბარებული მიღება-ჩაბარების აქტით”.

კახიშვილის თქმით, მთავრობის გადასაწყვეტია ვის გადაეცემა აღნიშნული მასალა.

”გასულ წელსაც გვქონდა აქ დასაწყობებული მერქანი, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ შეტანილ იქნა ბუფერულ ზონებში და დაურიგდათ ე.წ ლტოლვილებს. დღეის მდგომარეობით ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული ხე-ტყის ბედი, ასე რომ როგორც კი სახელმწიფო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამაზე იმსჯელებს, ამის შემდეგ მოხდება მისი განკარგვა”, - ამბობს კახიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ამ დრომდე უფროსი არ ყავს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსის შესახებ გაურკვევლობაა
ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 14 პირი ამხილა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს