FM97.5 / LIVE

მონოპოლია ბორჯომის მინერალურ წყალზე

მთავარიეკონომიკა 29.10.2012
რატომ ჩამოერთვათ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბორჯომში მინერალური წყლის მოპოვების ნებართვა მეწარმეებს; დაყადაღებული, წართმეული ქონება და წლების შემდეგ მეწარმეებზე განხორციელებული ზეწოლა

მონოპოლია ბორჯომის მინერალურ წყალზე
იძულებით დათმობილი ნებართვა


ცხრა წლის შემდეგ, ბორჯომში მეწარმეთა კავშირის წარმომადგენლები წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მონოპილიის შესახებ საუბრობენ. თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო ადრე, 1997 წლიდან დაიწყო. მეწარმეები საბადოს მოპოვების ლიცენზიას სწორედ ამ დროიდან ვარდების რევოლუციამდე ღებულობდნენ.

მინერალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის ლიცენზია 1997 წელს ბორჯომის მეწარმეთა კავშირის წარმომადგენლებმაც მიიღეს და „მინისა და მინერალური წყლის კომპანიამაც“ (GG&MW), რომელის პრეზიდენტიც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გახლავთ. გენერალური ლიცენზიანტი GG&MW -სი გახლდათ, მეწარმეებთან კი საპარტნიორო ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ლიცენზიის გადახედვა ყოველწელს ხდებოდა. მეწარმეების თქმით, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ შეეწყვიტა მათთვის ლიცენზია და ამიტომ იყო შემთხვევები, როცა ლიცენზია ერთი წლის ნაცვლად, მხოლოდ ექვსი თვითაც ეძლეოდათ. ამის გამო, ბევრი საწარმო გაჩერდა კიდეც.

„წინასაარჩევნოდ მოვიდა სააკაშვილი და გვითხრა, საბადო ხაზარაძისთვის მამა-პაპას არ დაუტოვებია და ჩემი ხელისულფებაში მოსვლის შემდეგ დაგეხმარებითო. მაგრამ, სწორედ მან, ხელისულფებაში მოსვლის შემდეგ, სულ გაგვიუქმა ლიცენზია“, - გვიყვება ყოფილი მეწარმეთა კავშირის წარმომდგენელი და „ლიკანი 95“-ის დირექტორი თამაზ ორთოიძე.

მეწარმეებს მინერალური წყალი ევროპის ქვეყნებში, ამერიკასა და რუსეთში აქტიურად გაჰქონდათ. შესაბამისად, წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგია საერთაშორისო ნორმებს შეესაბამებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მინერალური წყლის მოპოვებაზე აუქციონი ჩატარდა ისეთ პირობებში, რომ ჩვენ ხმას საერთოდ აღარ გვაღებინებდნენ. საწყის თანხად 7 400 დოლარის ექვივალენტი ლარებში დაასახელეს. ყველას რაც კი ქონება გვქონდა სულ რომ გაგვეყიდა, ამას მაინც ვერ შევწვდებოდით“, - გვიხსნის ყოფილი მეწარმეთა კავშირის წევრი და ფირმა „ტექნოლოგის“ დირექტორი ელვარდი წიქარიშვილი.

მაშინდელი პირობების მიხედვით, ერთი ლიტრი წყლის გადამუშავებისას საბადოს მოპოვების უფლების მქონეს უნდა გადაეხადა 10 ლარი. თუმცა, წიქარიშვილი ამბობს, რომ რადგან ხელისულფებას მონოპოლიის შექმნა სურდა, ხაზარაძეს სასათბურე პირობები შეუქმნა და 10 ლარის ნაცვლად გარკვეული პერიოდი ლიტრზე 3 ლარს ახდევინებდა: „ასე მათ აპრილიდან დეკემბრამდე რვა მილიონის ეკონომია გააკეთებინეს. დავიანგარიშეთ და გამოვიდა, რომ საბადოზე ნებართვა სწორედ ამ ფასთასხვაობის ხარჯზე იყიდეს“.

მეწარმეები გაჩერებულ საწარმოებთან და ასობით ადამიანთან ერთად უმუშევრები დარჩენენ. საბადოზე მუშაობის ნებართვის მოთხოვნით იყო გაფიცვები, მიტინგები, თუმცა უშედეგოდ. მეწარმეებმა ამის შესახებ, ბორჯომის პარკის საზეიმო გახსნისთვის მისულ პრეზიდენტს პირადადაც ჰკითხეს. მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მიიღეს.

წართმეული ქონება


2004 წელს ელვარდი წიქარიშვილმა, იმ საწარმოში რომელსაც თავად ამუშავებდა, ფიროსმანის #5-ში მეორე სართული, 325 კვადრატული მეტრი აუქციონზე 5 600 ლარად იყიდა იმ იმედით, რომ მის ფუნქციონირებას კვლავ შეძლებდა. თუმცა წლების განმავლობაში გართულებული მდგომარეობა გასულ წელს კიდევ უფრო დაიძაბა.

„ ახალციხის სააღსრულებო ბიუროს გადასახადების ამოღების ინსპექტორი არკადი კედიაშვილი მოვიდა და მითხრა, რომ სახლემწიფო ბიუჯეტის დავალიანება მქონდა 50 ათასი ლარი და უნდა დამეფარა. ვიკითხე რა დროინდელ ვალზე ლაპარაკობდა და ამიხსნა, რომ ეს 2006 წლამდე დამედო“, - ამბობს წიქარიშვილი და ამატებს, რომ მას ბიუჯეტის დავალიანება არ ჰქონია, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ქონება მაინც დაუყადაღეს - ვადა მომცეს და მითხრეს, თუ არ გადაიხდი, სახლიდან გაგაგდებთო. ახალციხის საგადასახადომ ამ ყადაღის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა ჩემი საქმე.

მოსამართლემ ჩემი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელშიც წერია: არ დაკმაყოფილდეს საგადასახადოს მიერ მთოხოვნილი ელვარდი წიქარიშვილის მიმართ ქონების იძულებით აუქიციონის წესით გაყიდვის მოთხოვნა“.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წიქარიშვილი მისი ქონებიდან ყადაღის მოხსნას ითხოვდა. „მაგრამ გამაფრთხილეს ხელი არაფერს მოკიდო, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო“, - ამბობს იგი.

ამასობაში კი ბორჯომის ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ასევე ბორჯომის პარკის დირექტორმა ტრისტან ცუცქირიძემ იმ ფართის ყიდვა მოისურვა, რომელიც წიქარიშვილს ნაყიდი 2004 წელს ჰქონდა.

„გამიკვირდა, როგორ იყიდდა იმას, რაც უკვე მე მათივე კანონით ჩატარებულ აუქციონზე ვიყიდე და გადახდილი ფულის ქვითარიც მქონდა. მაგრამ მითხრა, შენ საჯარო რეესტრში მაგ ფართს არ გაგიტარებენო და მართლაც ასე მოხდა“, - გვითხრა წიქარიშვილმა.

ცუცქირიძეს კი ფიროსმანის #5-ში მდებარე მეორე სართული სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს. მისთვის ფართის გადაცემის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გემგეობის შენობა ინვესტორს გადაეცა და იქ სასტუმროს მშენებლბა დაიწყეს.

სწორედ აქ, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, ცუცქირიძის მეუღლეს, ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორს მარინა კუპატაძეს პირად საკუთრებადაა რეგისტრირებული 15 კვადრატული მეტრი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (# 64.23.01.145.01.505) ეს ფართი რუსთაველის #1-ში პირველ სართულზეა და როგორც ელიზბარ წიქარიშვილის შვილი გიორგი წიქარიშვილი ამბობს, ცუცქირიძეს 325 კვადრატული მეტრი გამგეობის შენობაში დათმობილი 15 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ, ერთ ლარად გადასცეს.

„პოლიციაში დამიბარეს და მუქარით მომაწერინეს ხელი იმაზე, რაც დაწერეს. ორ დღეში უნდა დამეცალა შენობა. რომ არ დავმორჩილებოდი, შესაძლოა ის ღამე პოლიციაში გამეთია და ვერ გადავიტანდი, რადგან ნერვიულობის ნიადაგზე, მას შემდეგ, რაც ნებართვა შეგვიჩერეს ლიცენზიაზე, ტვინში სისხლის გაჟონვა დამემართა. დიდხანს საუბარი და სიარულიც კი არ შემეძლო. ამიტომ შენობა ჩემი ხელით დავცალე კიდეც“, - ამბობს ელიზბარ წიქარიშვილი.

წიქარიშვილმა ფართი, რომელშიც 5 600 ლარი ჰქონდა გადახდილი, გასული წლის სექტემბერში დაცალა: „ვითოხოვდი, ფული რაც გადავიხადე, ის მაინც დაებრუნებინათ. ამისთვის გადახდილი ფულის ქვითრებიც კი წარმოვუდგინე. მაგრამ იმ ღამესვე, დაახლოებით, 11 საათი იქნებოდა, რომ დაგვირეკეს, თქვენ სახელმწიფოს ფულს სთხოვთ მამა-შვილი?! ხვალიდან მამაც და შვილიც ციხეში დაჯდებით და მთელ ოჯახს დაგაწიოკებთო. სხვა გზა აღარ გვქონდა, გავჩერდით“.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ ჩამორთმეულ ფართში


ამჟამად ფირსომანის #5-ში მეორე სართულის ნაწილი ტელეკომპანია „ბორჯომს“ უკავია. ტრისტან ცუცქირიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა და მეუღლესთან გადაგვამისამართა. მარინა კუპატაძემ კი გვთხოვა წერილობით მიგვემართა. სადაც გვიხსნის, რომ გამგეობის შენობაში 15 კვადრატული მეტრი ფიზიკური პირისგან იყიდა. მისივე განმარტებით, გარდა აღნიშნული ფართისა, მათ მოუწიათ დაეთმოთ იმავე შენობაში, მეათე სართულზე 100 კვადრატული მეტრი საკუთარი ხარჯებით აშენებული სტუდია და ტელეკომპანიის ოფისი, რომელსაც ფლობდნენ 10-წლიანი იჯარით.

„გადმომეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი, რომელსაც სახურავიდან წყალი ჩამოსდიოდა, არ ჰქონდა ფანჯრები, იატაკი, არ იყო ელექტროგაყვანილობა, გაზი, წყალი და სხვა კომუნიკაციები. ასე რომ, თქვენს მიერ დასახელებული ეს „სიმბოლური“ ფასი ჩვენთვის არის ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი + ერთი ლარი“, - წერს კუპატაძე.

მისთვის გაუგებარია „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვა იმის შესახებ, სამართლიანად მიაჩნიათ თუ არა ის, რომ წიქარიშვილს ჩამოართვეს ფართი, რომელშიც გადახდილი აქვს 5 600 ლარი და მათ ეს ფართი გადასცეს ერთ ლარად,15 კვ.მ სანაცვლოდ: „საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცალსახად დასტურდება, რომ აღნიშნული ფართი იყო სახელმწიფო საკუთრება“.

ფართი, რომელიც, როგორც წიქარიშვილმა უკვე აღნიშნა საჯარო რეესტრში არ გაუტარეს, თუმცა იმავე ხელისუფლების პირობებში მას ამ ადგილში 5 600 ლარი გადაახდევინეს.

„ხელისულფება რომ არ შეცვლილიყო, ისევ ჩუმად ვიქნებოდით“


„აქამდე ხმას ვერ ვიღებდით. ჩვენმა მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ მურთაზ ღონღაძემ ამოიღო ხმა და ახლაც ციხეში ზის. ხელისულფება რომ არ შეცვლილიყო, ისევ ჩუმად ვიქნებოდით“, - ამბობს ელიზბარ წიქარიშვილი.

თამაზ ორთოიძე კი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს მიმართავენ: „მოვითხოვთ, რომ რაც გადასახადები დაგვაკისრეს და თანხა ტყუილად გადაგვახდევინეს, ის ფული დაგვიბრუნონ“.

წიქარიშვილი კი აქცენტს კუთვნილი ქონებიდან ყადაღის მოხსნაზე აკეთებს: „დამიბრუნონ ქონება, რომელიც უსამართლოდ წამართვეს. მოგვცენ საწარმოო თავისუფლება და არ გვინდა ინვესტიცია, ისევ ჩვენ ავიღებთ ბანკიდან კრედიტს და საწარმოებს ავამუშავებთ“.

მისივე თქმით, თუ იმ წყალს მისცემენ მეწარმეებს, რომელიც თავად არ სჭირდებათ და იქცევა, ანუ 15 ბურღიდან ერთ-ერთს დაუთმობენ, რომელსაც თავად არ იყენებენ, მეწარმეები ბორჯომში ხალხს კვლავ დაასაქმებენ: ”640 კუბური მეტრი წყალი ამოდის მიწიდან დღეს, აქედან მხოლოდ 40 კუბამეტრი მოგვცენ და 620 კაცს ისევ დავასაქმებთ“.

მონოპოლია ბორჯომის მინერალურ წყალზე
სადავო შენობა ფალიაშვილის #5-ში

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში
40 კვ.მ 19–ის ნაცვლად, – ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს
სახელმწიფომ აუქციონზე სამცხე-ჯავახეთიდან 10 საბადო გაიტანა - ნახეთ სრული სია
205 ათასი ლარი ბორჯომის გამგეობაში ინვენტარის შესაძენად
გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ
ახალციხის გამგეობამ 1 ლარად გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა