FM97.5 / LIVE

‘სათნოების სახლში’ გაფუჭებული კვერცხი შეიტანეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.07.2015
ახალციხის „სათნოების სახლის“ ბენეფიციარები ჩივიან, რომ ბოლო პერიოდში სასადილოში გაფუჭებული პროდუქტი შეაქვთ, ბოლოს, საჭმელად უვარგისი, კვერცხი აღმოჩნდა.

‘სათნოების სახლში’ გაფუჭებული კვერცხი შეიტანეს

„მოხარშული კვერცხი რომ გავტეხე, შიგნით შავი იყო“, – გვეუბნება „სათნოების სახლის“ ბენეფიციარი ლია ზედგინიძე.

სასადილოში გაფუჭებული კვერცხის შეტანაზე სხვა ბენეფიციარებიც საუბრობენ, თუმცა, ვინაობის გამჟღავნება არ სურთ. ისინი შიშობენ, რომ ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნებათ.

„გარდა კვერცხისა, ხშირად გაფუჭებული თევზიც მოაქვთ, ძველია, სუნი აქვს და არ იჭმება. ქათმის ხორცი ძველი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან შეამცირეს“, – ამბობს ლია ზედგინიძე, რომელიც აღნიშნულ სასადილოში გახსნის დღიდან იკვებება.

საწინააღმდეგოს აცხადებენ ის ბენეფიციარები, რომლებიც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ღიად საუბრობენ.

„რასაც აკეთებენ, ყველაფერი გემრიელია, თევზი ახლა უფრო უკეთესი შემოაქვთ, ვიდრე ადრე იყო“, – ამბობს ეკატერინე ქიმერიძე.
მას ეთანხმება ენძელა მურადოვი: „სამი წელია აქ ვიკვებები, კარგი საჭმელებია“.

გაფუჭებული კვერცხი, სათნოების სახლში ნამდვილად რომ შევიდა, ამას მზარეული რუსუდან ჭელიძეც გვიდასტურებს. მისი თქმით, როგორც კი შენიშნეს, რომ კვერცხი ძველი იყო, ბენეფიციარებს მის წაღებაზე უარი უთხრეს, თუმცა, ზოგმა მაინც წაიღო.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რუსუდან ჭელიძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა: „ხუთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე გვაქვს უსიამოვნება. ეს ბენეფიციარები არ არიან კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით, და არა მარტო მომსახურებით. ნაწილს პური არ მოსწონს, ამბობენ, რატომ ღებულობთ „გორის“ პურსო.ზოგჯერ პური გამომცხვარია, ზოგჯერ ოდნავ დაუშუშავი, ზოგს პროტეზი აქვს, ზოგს თავისი კბილები. ამიტომ პურს გვირჩევენ, თან ზოგს უმარილო მოსწონს და ზოგს მარილიანი“.

ერთ–ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც გაფუჭებული კვერცხი აიღო, ახალციხის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში რუბენ კარაპეტიანს მიაკითხა. რუბენ კარაპეტანი გაფუჭებული კვერცხის მიტანას ადასტურებს, თუმცა, ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს.

ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი კი აცხადებს, რომ პრობლემის შეტყობინებისთანავე რეაგირება მოახდინეს: „ყველაფერი მაშინვე აღმოიფხვრა“.

რას გულისხმობს „ყველაფრის მაშინვე აღმოფხვრა“, ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორი ნათია მელიქიძე განმარტავს: „მომწოდებელმა მაშინვე შეგვიცვალა. ეს კვერცხი ბენეფიციარებისთვის არ მიგვიცია“.

გაფუჭებული პროდუქტი შპს „ნუცას“ წარმომადგენელმა დავით კაჭკაჭაშვილმა მართლაც მაშინვე შეცვალა. კაჭკაჭაშვილს „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. შპს „სანში“, საიდანაც დავით კაჭკაჭაშვილს კვერცხი სასადილოში მიჰქონდა, ჯერ გვითხრეს, რომ მას „კიმუსის“ კვერცხი მიჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ ამბავს გაფუჭებული კვერცხის შესახებ არკვევდა, განაცხადეს, რომ კაჭკაჭაშვილს მათგან კვერცხი ორ თვეზე მეტია არ წაუღია: „ცხელა და უკვე ჩვენც აღარ შემოგვაქვს, სექტემბრიდან ისევ შემოვიტანთ“.

სათნოების სახლის ბენეფიციარები ამბობენ, რომ გაფუჭებული კვერცხი სასადილოში დაახლოებით ორი კვირის წინ მიიტანეს, დირექტორი კი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა ერთი თვის წინ იყო.

„არ ვიცი ასეთი აჟიოტაჟი რატომ ატყდა. ეს შემთხვევით მოხდა“, – ამბობს დირექტორი და კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პროდუქტების კლებას, – . „მას შემდეგ რაც ჩვენ ვმუშაობთ, მენიუში დიდი ცვლილებები არ შესულა. ძველი მენიუთი ბენეფიციარები კმაყოფილები იყვნენ და თითქმის არაფერი შეგვიცვლია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
ახალციხის 'სათნოების სახლს' დირექტორი აღარ ჰყავს
მეურნე: მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებები [Video]
ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს საკვებს ფანჯრიდან აწვდიან
მეურნე: მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებები [Audio]
სეს & FAO: საეჭვო ადგილებში კვერცხის და ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავეთ
ყველაფერი მწყრის ფერმისა და მწყრის კვერცხის სარგებლიანობის შესახებ [Video]