FM97.5 / LIVE

მაჟორიტარები არასამთავრობოების კითხვებს პასუხობენ

მთავარიარჩევნები 25.09.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები არასამთავრობო სექტორს ხვდებიან.

მაჟორიტარები არასამთავრობოების კითხვებს პასუხობენ

დისკუსია ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებით იმართება. ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხეში გურამ კუტალაძე. ამ წუთებში კი არასამთავრობო სექტორის შეკითხვებს მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი პასუხობს.

თანამშრომლობს თუ არა კოალიცია ”ქართული ოცნება” ადგილობრივი არასამთავრობო სექტორთან; რას გეგმავს კოალიცია ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით; რა პრობლემები აქვთ უმცირესობების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთში; რა ცვლილებებია საჭირო საგანმანათლებლო სფეროში; რამდენად არის მზად დეპუტატობისთვის; რა ადამიანურ რესურსს ეყრდნობა კოალიცია, რას გვთავაზობს გარანტად, რომ არ დაიშლება, იმისათვის რომ ვანდოთ ქვეყნის ბედი - ამ კითხვებს კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

რეგიონის მთავარ პრობლემად, რომლის მოგვარებაზე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში პირველ რიგში იზრუნებს, კუტალაძე ტერიტორიული მოწყობის საკითხს და თვითმმართველობის დამოუკიდებლობას ასახელებს. გარდა ამისა, მისი განცხადებით, იზრუნებს იმაზეც, რომ ახალციხე გახდეს ჭეშმარიტად საუნივერსიტეტო ქალაქი.

კითხვაზე - რა ადამიანურ რესურსს ეყრდნობა ”ქართული ოცნება”, რა არის გარანტი, რომ კოალიცია, რომლის შექმნის ერთ-ერთი საფუძველი, დიდი ფინანსები გახდა, სამომავლოდ არ დაიშლება და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვანდოთ ქვეყნის ბედი, კუტალაძემ განაცხადა, რომ კოალიცია მხოლოდ ფინანსურ რესურსს არ შეუქმნია, მასში გაერთიანებული არიან პარტირები, რომლებიც ცალ-ცალკე დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ადამიანურ რესურს, მან გარანტად ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე დაასახელა.

”კოალიციაში ბევრი ადამაიანია, განათლებულები, ყველა მიმართულების, ყველას ვერ ჩამოვთვლი”, - განაცხადა გურამ კუტალაძემ.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მისი განცხადებით მათ იგივე პრობლემები აქვთ, რაც ზოგადად ყველა მოსახლეს, უგზობა, უწყლობა, ხელმიუწვდომელი გასაღების ბაზრები. გარდა ამისა, მათთვის პრობლემურია სასკოლო სახელმძღვანელობის და სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე ცოდნის საკითხი. მისივე განცხადებით, არასწორი მიდგომაა ინგლისურ ენაზე აქცენტის გადატანა. უცხო ენების სწავლა სკოლაში არჩევითი უნდა იყოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იგივე აუდიტორია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს დაეთმო. შეხვედრა, რომელიც კანდიდატის სურვილით, მედიისთვის დახურულია, ამ წუთებში მიმდინარეობს.

”ინფო9 არასწორად აშუქებს მოვლენებს, გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე და სამწუხაროდ თქვენც მოხვდით ამ სიაში”, - განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენლის ამალია სარქისიანის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსახლეობას გააცნოს კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები, და შესაბამისად, მისცეს მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

”არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყველა კანდიდატს ერთსა და იმავე კითხვებს დაუსვამენ, რათა შემდგომ მათი ხედვა და დაპირებები შეადარონ”, - ამბობს ამალია სარქისიანი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის არასამთავრობო სექტორს შეხვდა
გურამ კუტალაძე: ”თქვენნაირი მაიმუნებისგან ვიქნები უარყოფილი?!”
”ნაციონალებისა” და ”ოცნების” პარალელური მსვლელობები [Photo, Video]

ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს
"ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა