FM97.5 / LIVE

იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს

მთავარიგანათლება, საზოგადოება, შემთხვევა 28.05.2015
ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში მოზარდზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მშობელთა კრება გამართეს. რას ამბობენ მშობლები იმ აღმზრდელებზე, რომლებიც ბავშვზე ძალადობაში დაადანაშაულეს.

იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს

დღეს, 28 მაისს, ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში მშობელთა კრება ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თათბირი ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ ჩაატარა და მას გაერთიანების ხელმძღვანელთან ნანა ბერიძესთან ერთად, იურისტი მარინა აბულაძე, დირექტორის მოადგილე მეთოდურ დარგში მზია ქობესაშვილი, პირველი ბაღის მენეჯერი ქეთევან საანიშვილი, ამავე ბაღის ლოგოპედი და მნე ესწრებოდნენ. თათბირზე იმყოფებოდა „სამხრეთის კარიბჭეც“.

ნანა ბერიძის განცხადებით, იმისთვის, რომ მშობლებს პრობლემების შესახებ გულღიად ესაუბრათ, თათბირს ის აღმზრდელები, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, არ ესწრებოდნენ.

„დღევანდელ თათბირზე არ მობრძანდა ის მშობელი, რომლის პრეტენზიისა და ბრალდებების გამოც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ. მან გვითხრა, რომ ადიგენში წავიდა და იქიდან ვეღარ ჩამოვიდოდა“, – განაცხადა ბერიძემ.

იმ ჯგუფში, რომლის აღსაზრდელებსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, სიით 35 ბავშვია რეგისტრირებული. დღევანდელ თათბირს 28 მშობელი ესწრებოდა. 28–ვე მშობელმა ძიძა ლალი კეღოშვილი და მასწავლებელი მეგი გვარამაძე დადებითად დაახასიათა.

„ორი წელია ჩამი შვილი აქ დადის, იცის ზღაპრები, ლექსები, ინგლისური. ის მავნე ჩვევები რაც ჰქონდა ბავშვს, ბაღში გადააჩვიეს. მიხარია ბავშვი რომ მომყავს აქ. 30 ბავშვს რომ უვლიან ერთად, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, – ამბობს მშობელი მარიკა ბაბლუანი.

„სამხრეთის კარიბჭეში“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მშობლებმა განაცხადეს, რომ თავიანთ შვილებს ჰკითხეს, ბაღში მათ ხომ არ სცემენ.

„ბავშვმა მითხრა რომ სცემენ. რომ ვკითხე, როგორ გცემენ აბა, ისე თოჯინა სცემე–თქო, აიღო თოჯინა და კუთხეში დააყენა. ავუხსენი, რომ ეს ცემა არ არის. ვერ ვხვდები ბავშვის ნათქვამს როგორ უნდა ენდო?!“ – კთხულობს მშობელი ანა ლოკიანი.

ლიკა ჩიგოგამ სტატიაში აღწერილ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, სადაც წერია, რომ მასწავლებლები ტკბილეულს მიირთმევენ ყავასთან ერთად ისე, რომ მას ბავშვებს არ სთავაზობენ: „ერთხელ ბავშვს შოკოლადი გავატენე ბაღში, მასწავლებელს მიართვი–მეთქი, მაგრამ ეს რომ მასწავლებელმა გაიგო, მითხრა, აქ ჭამას გვიკრძალავენო, ბავშვების თანდასწრებთ ვერ შევჭამთო“.

მშობელი მადონა ხოსიტაშილი მასწავლებლის უფლებების დაცვაზე საუბრობს და ამბობს: „იქნებ ბავშვი მართალია რასაც ამბობს, მაგრამ იქნებ ტყუის კიდეც?! ამ შემთხვევაში მასწავლებელის უფლებებს ვინ დაიცავს?!“

მშობელმა ქეთევან კეღოშვილმა განაცხადა, რომ თუ ბავშვი საცემია უნდა სცემონ: „რომ თქვეს ბავში სცემეს ბაღშიო, ეკითხათ, იქნებ საცემი იყო?!“

„ამის უფლება არავის აქვს“, – უთხრეს კეღოშვილს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

თათბირზე მშობლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან დიდი დრო დაეთმო იმ ფაქტის კრიტიკას, რომ მშობელი, რომელიც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებს, თათბირზე არ გამოცხადდა.

„თუ ჩემ შვილს ცუდად ექცევიან, ევროპიდან ჩამოვალ და მის უფლებებს დავიცავ“, „თუ დაიწყო საქმე ბოლომდე მიეყვანა“, „რომ არ მოვიდა, ეჭვი ჩნდება, რომ არაა მართალი“, – ისმოდა რეპლიკები დარბაზიდან.

იმის შესახებ, თუ რატომ არ მიმართა ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვზე შესაძლო ძალადობის შეტყობინების შესვლის შემდეგ სოციალურ სამსახურს, ბაღის მენეჯერმა ქეთევან საანიშვილმა გვიპასუხა: „არ მეცალა, რომ ამაზე რეაგირება მომეხდინა და რაიმე ზომები მიმეღო, მაცალა ამის გაკეთება ვინმემ?!“

ნანა ბერიძის განცხადებით, დღეს როგორი დაზარალებულიც ის ბავშვია, რომლის მშობელიც აღმზრდელებს ბრალდებებს უყენებს, ისეთივე დაზარალებულები არიან ძიძაც და მასწავლებელიც: „დავიჯერო ამდენი მშობელი ტყუის?!“

„თუ ყველა ბავშვს კარგად ექცევიან, მხოლოდ ამ ერთი ბავშვის ინტერესი ჰქონდათ აღმზრდელებს?“ – ასევე კითხულობს იურისტი მარინა აბულაძე.

მან თათბირის დასრულებამდე, ბაღის მენეჯერს ურჩია მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბაღის აღმზრდელებს მეგი გვარამაძესა და ლალი კეღოშვილს აღსაზრდელის, 5 წლის გოგონას მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ძიძამ ბავშვს რამდენჯერმე თავში წამოარტყა, მასწავლებლებმა კი ბავშვი არა ერთხელ აჯანჯღარეს. ასევე, აღმზრდელები ბავშვის თვალწინ ტკბილეულს მიირთმევენ და ამას პატარებს აყურებინებენ.

იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ
პირველ საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება შეწყდა
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ახალციხეში  ბაღის მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ბაღის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ძიება არ დასრულებულა