FM97.5 / LIVE

შსს-მ ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში, უკანონო ჭრებში, 9 პირი ამხილა

მთავარისამართალი 28.05.2015
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

შსს-მ ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში,  უკანონო ჭრებში, 9 პირი ამხილა

შსს–ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ხ. მხილებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივ გამოყენებაში, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევასა და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებში.

ასევე, შსს–მ ამხილა: 1967 წელს დაბადებული რამაზ გ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1981 წელს დაბადებული ვასილ ბ, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. და 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ დ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ტყითსარგებლობის ფაქტზე, ხოლო 1984 წელს დაბადებული ალექსი თ. და 1966 წელს დაბადებული დავით ც. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე.

როგორც შსს–ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, წიწვოვანი ჯიშის, 21 ცალი, 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს.

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში - თეიმურაზ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან ამოღებულია უკანონოდ მოჭრილი, წიფლის ჯიშის 5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი.

სამართალდამცველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბში უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი ჯიშის, 4 მეტრი სიგრძის 8 მორი, სოფელ ჭობისხევში - ასევე უკანონოდ მოპოვებული, ნაძვის და ფიჭვის, 5 მეტრი სიგრძის 145 ცალი დახერხილი ფიცარი და დასახერხად გამზადებული 5 მეტრის სიგრძის 10 მორი, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისის მიმდებარე ტერიტორიიდან - უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, 35 ცალი ნაძვის და ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქანი ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

„გამოძიება სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე პრიმა, 128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის, 128-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

[ნინო ნარიმანშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 14 პირი ამხილა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო ჭრებში 7 პირი ამხილა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 65 კბ.მ. ხე–ტყე ამოიღო და 11 სახერხი დალუქა
ახალციხესა და ბორჯომში შსს–მ უკანონო ხე–ტყე ამოიღო