FM97.5 / LIVE

C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება

მთავარისაზოგადოება 28.04.2015
დღეს, 28 აპრილს, C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება

C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში უნდა წარადგინონ, ხოლო რეგიონებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში, რომლებიც ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, ამბროლაურსა და ბათუმში მდებარეობს.

"დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა", – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამას 3 კლინიკა ემსახურება: 1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი(ალ.ყაზბეგის 16). 2.„ჰეპა“ (ლუბლიანას 18/20),3. „ნეოლაბი“- (ნუცუბიძის ქ. 8). დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარადგინონ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამას სხვა კლინიკებიც შეუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

"პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე მიმდინარე კვირაში შეიკრიბება", – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას და კლინიკების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ-გვერდზე- WWW.MOH. GOV.GE განათავსებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

C ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტების რეგისტრაცია იწყება
С ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება
ახალციხის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქეებს სკრინინგი ჩაუტარდებათ
სამშობიარო, რომელსაც წელიწადში 500 მშობიარეზე ნაკლები ჰყავს, ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვება
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე რეგისტრაცია იწყება
მსჯავრდებულ ქალებს C ჰეპატიტის გამოკვლევა ჩაუტარდათ