FM97.5 / LIVE

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს

მთავარისაზოგადოება 21.09.2014
ვარძიაში პოეზიის სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ აღნიშნეს. ვარძიაში შეკრებილები ადგილობრივი ანსამბლების შემოქმედებასა და მესხურ სამზარეულოს გაეცვნენ და ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინეს.

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს

ღონისძიებები ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაიწყო. სტუმრებისა და ადგილობრივების განწყობაზე 11:00 საათიდან თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ბენდი „ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი „თამარისი“ ზრუნავდნენ.

საზეიმო ღონისძიება 14:00 საათზე, „მესხური მრავალჟამიერით“ გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ვარძიაში მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ადგილობრივი ანსამბლები ცვლიდნენ.

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს პარალელურად, მიმდინარეობდა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შესაძლებელი იყო მესხური კერძების დაგემოვნება საგანგებოდ მოწყობილ მესხურ ოდებში. იმართებოდა სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, საჯილდაო ქვის აზიდვა.

საჯილდაო ქვის აზიდვა თითქმის ყველა მონაწილეს გაუჭირდა. საბოლოოდ, გამარჯვება ასპინძის მუნიცპალიტეტის სოფელ ოშორაში მცხოვრებმა გიორგი გიგაშვილმა მოიპოვა. მას ჯილდოდ ცხვარი ერგო :„ყოველ წელიწადს ვიღებ მონაწილობას, ხუთჯერ მაინც მაქვს ცხვარი მოგებული“.


ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება ტარდება ვარძიაში. შოთა რუსთაველი დაკავშირებულია ამ რეგიონთან და ვარძიის განვითარებასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას ვესწრები“,- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მხარის პირველმა პირმა შოთა რუსთაველის შემოქმედების უკვდავობას გაუსვა ხაზი.

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს „შოთაობა“ ერთ-ერთი წარმოსაჩენი დღესასწაულია. რუსთაველის შემოქმედება უკვდავია საუკუნეების განმავლობაში, მასში აღწერილია ზოგადასაკაცობრიო საკითხები და ეს ვერაფერმა შეცვალა“,- განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ ღონისძიების მოწყობაში ადგილობრივი ხელისუფლების წვლილზე ისაუბრა: „სახალხო დღესასწაულია, პოეზიის დღესასწაულია, რადგან, ჩვენი დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის სადიდებლად მოწყობილი დღესასწაულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრადიციული დღესასწაულია, რადგან 1966 წლიდან იმართება. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის წვლილი დიდია, რადგან მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა ეს დღესასწაული“.

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს ღონისძიების დასასრულს გაზეთმა „ლიტერატურული მესხეთი“, რომლის რედაქტორის, ავთანდილ ბერიძის ინიცაიტივით აღდგა დღესასწაულის აღნიშნვა, კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი 2008 წლიდან იმართება. წელს კონკურსში მონაწილეები საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც იყვნენ. კონკურსში გამარჯვება ექვსმა პოეტმა მოიპოვა, ისინი ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.

„7 წელია, რაც აღვადგინეთ შოთაობის სახალხო დღესასწაული. ორი თვით ადრე ვაცხადებთ ლიტერატურულ კონკურსს. თითქმის ყოველწლიურად ვცვლით ჟიურის შემადგენლობას. ჟიურიშია ისეთ პიროვნებები, ვისაც შეხება აქვს პოეზიასთან. თემა იყო თავისუფალი. წელს მესხეთის თემატიკა იყო, მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ რუსთაველის თემატიკაზე იყოს. შვიდი წლის განმავლობაში ჩემი ლიტერატურული პრემია 40-ზე მეტ პოეტს აქვს მიღებული. თანხა 300-დან 1000-ლარამდეა. მომავალ წელს ვაპირებთ 3.000 ლარამდე გავზარდოთ“,- ამბობს „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძე.

„შოთაობას“ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს „ეს მთელი საქართველოს დღესასწაულია. დედამიწას უფრო დიდი პოეტი არ ყავს. დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ ეს დღესაწაული უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად. ეს დღესასწაული საქართველოს სჭირდება გამაგრებისთვის და გამძლეობისთვის“,- ამბობს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე.

„შოთაობა“ 1966 წლიდან აღინიშნება. მეორე წელია დღესასწაული ვარძიაში იმართება, იქამდე „შოთაობას“ სოფელ რუსთავში ზეიმობდნენ.

სახალხო დღესასწაული საზეიმო ვახშმით დასრულდა.

დღესასწაულის ორგანიზებისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20.000 ლარამდე გამოიყო.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიაში  სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს [Photo]
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება