FM97.5 / LIVE

პრემიერ–მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 24.05.2014
დღეს, 24 მაისს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობს. პრემიერმა რეგიონის დასახლებული პუნქტები, საწარმოები და მშენებლობები მოინახულა. ამ წუთებში კი ახალციხის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიმართავს.

პრემიერ–მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთში
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში ვიზიტი ჯავახეთიდან დაიწყო. მხარის რწმუნებულთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, პრემიერმა სოფელ კარწახში მშენებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა. შემდეგ, იგი მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანს ესტუმრა.

მოგვიანებით, პრემიერი ახალქალაქის სოფელ ჩამდურას მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები პრემიერს სოფლის პრობლემებზე ესაუბრნენ. მათი თქმით, სოფელს სარწყავი წყლისა და შიდა გზის პრობლემა აწუხებს, თუმცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე დასრულდება.

პრემიერ–მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთშიახალქალაქიდან პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში გადაინაცვლა.

„პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა. ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება და სამუშაო ადგილების გაჩენა არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა. ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია მეწარმეობის განვითარებისკენ“ , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასპინძაში, სოფელ საროს მოსახლეობასთან შეხვედრისას. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.

პრემიერმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მოილოცა. მთავრობის მეთაურს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფემ, თეოდორე ჭუაძემ უმასპინძლა. მან პრემიერს მეექვსე საუკუნის ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა.

პრემიერ–მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთშიასპინძის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომს ესტუმრა. აქ პრემიერმა მშენებარე სასტუმროები: „რიქსოსი ლიკანი“ და „ინტერკონტინენტალი“ დაათვალიერა. მოგვიანებით „ბორჯომის N1“ ჩამომსხმელ ქარხანას ეწვია.

ბორჯომში, პრემიერ–მინისტრი, რეგიონში მყოფი დიპლომატების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. მან დიპლომატებს რეგიონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

დაახლოებით, 17:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ახალციხეს ესტუმრა, სადაც მის სტუმრობამდე ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი მიმდინარეობდა.

ამ წუთებში, პრემიერ–მინისტრი ახალციხის ცენტრში, მესხეთის თეატრის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიმართავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ახალციხის ციხეს უკვე ესტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი
პრემიერ მინისტრი ბორჯომში ტიმოთეს უბნის 800 წლის იუბილეს დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი დაასრულა
პრემიერ–მინისტრი რეგიონებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა