FM97.5 / LIVE

20 მაისიდან პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.05.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 20 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი, ონლაინ რეგისტრაცია იწყება.

20 მაისიდან პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2014–2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას სამ ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება 15 მაისს დასრულდა. 20 მაისიდან კი პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 20 ივნისს, 21:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდებზე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღოს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს ურჩევს, რომ რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას. ასევე გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ, ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა  ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება