FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს დაინიშნა

მთავარიპოლიტიკა 21.02.2014
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს დაინიშნა
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტი ხელს მას შემდეგ მოაწერს, რაც პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დაამტკიცებს.

გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსზეც ისაუბრა.მან განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმა კოდექსის მიღებით მხოლოდ იწყება და ძალიან მნნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს კოდექსი რეალურად ამუშავდეს.

"მივესალმები იმას, რომ მერები და გამგებლები პირდაპირი წესით იქნებიან არჩეული", - განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ 2014 წლის არჩევნები თვისობრივად იქნება უკეთესი და არა უარესი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, სადამკვირვებლო მისიებმა, საზოგადოებამ უცბად არ გაიგოს არჩევნების შესახებ და დაიწყოს არჩევნებისთვის დროული მზადება, მინდა მოგახსენოთ - არჩევნები დაინიშნება მიმდინარე წლის 15 ივნისს. შესაბამისს განკარგულებას მოვაწერ ხელს მას შემდეგ, რაც პარლამეტი საარჩევნო კოდექსს მიიღებს" , - განაცხადა მარგველაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას  მაისის დასაწყისში გამოსცემს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა