FM97.5 / LIVE

საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 25.10.2018
საქართველოს ფოსტის მომხმარებლები თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ.

საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გააგზავნონ ან მიიღონ გზავნილები და ამავდროულად, ისარგებლონ თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით. ასევე, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელონ მათთვის სასურველი ფინანსური ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა და საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პირველ ეტაპზე, საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვის ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვის ცენტრში დაინერგება.

"ჩვენი გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა საბანკო სექტორთან, კომპანიის მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკა. ვფიქრობ, თანამშრომლობას ექნება მრავალი მიმართულება, არ შემოიფარგლება მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა მეტი ინოვაციის ინიცირებისთვის. თიბისი ბანკის გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან", - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ,“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.

"მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან, ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. ჩვენ, ორივე კომპანიას ბევრი საერთო გვაქვს - ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება და საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ერთობლივად არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

თიბისი ბანკი საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით. ბანკ რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 37.1%-ს, სასესხო პორტფელი - 38.3%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 39.5%-ს. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს. თიბისი ბანკს საქართველოს მასშტაბით 7,200 თანამშრომელი ჰყავს. ბანკის ფილიალების რაოდენობა კი 152-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).

თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისი ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა ®
თიბისი ბანკის გენერალური  დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა®
თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს ®
თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის ®
EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის  საუკეთესო ბანკად აღიარა ®