FM97.5 / LIVE

'ჩვენ არჩევნებზე სამი მტერი დაგვიპირისპირდება' – ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს მიმართავს

მთავარისიახლე 27.10.2020
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნოდ სამართალდამცველებს მიმართავს. ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები პრინციპულია, რადგან ამ დღეს სამართალდამცავებს სამი მთავარი მტერი უპირისპირდება, ესენია: მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

'ჩვენ არჩევნებზე სამი მტერი დაგვიპირისპირდება' – ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს მიმართავს

ვანო მერაბიშვილი საკუთარ თავს სამართალდამცველად მოიხსენიებს და ამბობს, რომ 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლების მოსყიდვას სამი ინსტრუმენტით შეეცდება.

„ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს - მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცავებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

ჩვენ ამ ერთ დღეს ან დაგვამარცხებს ივანიშვილი ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

აღნიშნული ვიდეო მიმართვა ყოფილმა შს მინისტრმა 26 ოქტომბერს გაავრცელა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ამ დღეს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
‘ეს არის კონტექსტიდან ამოღებული’ - მერაბიშვილი ‘ორი გვამის’ ამბავზე
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
'ნაციონალურ მოძრაობას ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში' - ვანო მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს
ვანო  მერაბიშვილი - ”ნუ ვაპირებთ არჩევანს უკან დაბრუნებისაკენ”