FM97.5 / LIVE
ახალი აღმოჩენა არ არის. არქეოლოგების თქმით, ჟურნალისტებს ინფორმაცია შეეშალათ">

ვახტანგ ლიჩელი - ”აურიეს ჟურნალისტებმა, ჯერ კვლევა არ დაგვიწყია”

მთავარისაზოგადოება 27.06.2012
ყორღანული სამარხები ასპინძის მუნიციპალიტეტში ახალი აღმოჩენა არ არის. არქეოლოგების თქმით, ჟურნალისტებს ინფორმაცია შეეშალათ

ვახტანგ ლიჩელი - ”აურიეს ჟურნალისტებმა, ჯერ კვლევა არ დაგვიწყია”

უნიკალური, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულის ყორღანული სამარხები, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით გუშინ აღმოაჩინეს, ცნობილი ჯერ კიდევ 40-იან წლებში იყო.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ბერთაყანაში, რომელიც სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, გასული წლის შემოდგომის შემდეგ არქეოლოგიური სამუშაოები არ ჩატარებულა.

სოფელ თმოგვის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული დურმიშხან ზაზაძე ამბობს, რომ სამარხების არსებობა ახალი ამბავი არ არის. ისინი ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს. გასული წლის შემოდგომით არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. წელს კი არქეოლოგიური ექსპედიცია ჯერ არ დაწყებულა: ”შარშან არაფერი აღმოჩენილა, უბრალოდ გაიწმინდა და გაწმენდის დროს რამდენიმე ძვალი აღმოაჩინეს. მე როგორც ვიცი, წელს სამუშაოები უნდა განახლდეს, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა”.

იგივეს აცხადებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურში. წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში კახაბერ ზედგინიძე ამბობს, რომ გასულ წელს ბერთაყანაში მხოლოდ რამდენიმე დღე მუშაობდნენ: ”სამუშაოები შემოდგომით დაიწყო, ამინდები გაუარესდა და მალევე შეაჩერეს, დააკონსერვეს სამარხები და წავიდნენ. როგორც გასულ წელს გვითხრეს, წელს უნდა განახლდეს სამუშაოები, მაგრამ ჯერ ჩვენამდე არანაირი დოკუმენტი ან ცნობა ამის შესახებ არ მოსულა”.

სამუშაოები რომ არ განახლებულა და არც რაიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთებულა ჯერ, ეს ფაქტი ”სამხრეთის კარიბჭეს” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს არქეოლოგიის მიმართულების პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმაც დაუდასტურა: ”აურიეს ჟურნალისტებმა. შარშანდელზეა ლაპარაკი, ჯერ კვლევა არ დაგვიწყია. მოსამზადებელი სამუშაოები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი არ აღმოგვიჩენია, წელს გავაგრძელებთ. ჩამოსვლას ნამდვილად ვაპირებ, ალბათ ივლისში ვიმუშავებ. ადგილობრივ ხელისუფლებასაც ჩავაყენებ საქმის კურსში, როგორც წესი და რიგია და თქვენც გეცოდინებათ”.

ლიჩელი ამბობს, რომ ეს არის სავარაუდოდ ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც დაკრძალული უნდა იყვნენ ეთნიკურად მესხები, აღმოსავლეთ ქართული ტომები: ”ასე ჩანს ჯეჯერობით. სოციალური სტატუსი გაირკვევა მაშინ, როდესაც გამოკვლევებს ჩავატარებთ”.

ნასოფლარი ბერთაყანა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მთებზე მდებარე ნასოფლარამდე მისვლა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ორხიდიანი მანქანითაა შესაძლებელი. ის, რომ ნასოფლარი ძველი, წრიული (მიწაყრილიანი) და ყორღანული (ქვით დაფარული) ტიპის სამარხებითაა დაფარული თმოგვში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის.

- ”40-იან წლებამდე ამ ადგილებში მაჰმადიანი მესხები ცხოვრობდნენ. მათი გასახლების შემდეგ ამ ტერიტორიაზე აღარავინ დასახლებულა. სამარხები იმ დროიდანვე ცნობილი იყო. 60-იან წლებში არქეოლოგებიც მუშაობდნენ, მერე დიდი ხანი აღარავინ გამოჩენილა, ამ ბოლოს ისევ დაიწყო ექსპედიციები”, - გვიამბობს თმოგვში მცხოვრები ელგუჯა ზაზაძე.

დურმიშხან ზაზაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ახლა არავინაა. იქვე ახლოს სახნავ-სათესი ფართობია.

- ”გუშინ ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა მომაკითხეს მანქანით. მითხრეს გავყოლოდი და ის ადგილები გადაიღეს. ვერ ვხვდები რატომ დაინტერესდით ამით”, -ამბობს იგი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნიკალური აღმოჩენა ასპინძის მუნიციპალიტეტში
აღმოჩენა აწყურში
აწყვიტაში  გალავნის პროექტი მზადაა, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა
სააგენტო:  აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს